მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: პარლამენტში მანდატების აღდგენა არის კონსტიტუციური პროცესი, საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის დღევანდელ პარლამენტში, ამიტომ 2028 წლის არჩევნებამდე ეს საკითხი დახურულია
ლევან მახაშვილი: პარლამენტში მანდატების აღდგენა არის კონსტიტუციური პროცესი, საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის დღევანდელ პარლამენტში, ამიტომ 2028 წლის არჩევნებამდე ეს საკითხი დახურულია

იმედი|imedinews.ge

რაც შეეხება მანდატების აღდგენას, ესაა კონსტიტუციური პროცესი, საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის დღევანდელ პარლამენტში, ამიტომ 2028 წლის არჩევნებამდე ეს საკითხი არის დახურული, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს გულწრფელი სურვილი, დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები ამისთვის არის საუკეთესო ტესტი.

„გასულ პერიოდს თუ გავიხსენებთ, ხელისუფლება ვხსნიდით სივრცეს, ვთავაზობდით ჩართულიყვნენ [ოპოზიცია] პროცესებში, მაგრამ ვნახეთ სრულიად საპირისპირო - მაქსიმალური რადიკალიზმი, მანდატების დაყრა, უარი ჩართულობაზე. ზოგიერთი მათგანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც არ ჩაერთო. რაც შეეხება მანდატების აღდგენას, ესაა კონსტიტუციური პროცესი, საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის დღევანდელ პარლამენტში, ამიტომ 2028 წლის არჩევნებამდე ეს საკითხი არის დახურული. თუ ვინმეს აქვს გულწრფელი სურვილი, დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები არის საუკეთესო ტესტი ამისთვის. თავის დროზე როდესაც ცდილობდნენ მანდატები დაეყარათ, ან აეღოთ, მაშინ როგორც ჩანს, სხვა დავალება იყო და ამ დავალებას გაჰყვნენ“, - აღნიშნა მახაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესშირუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი