მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაია ბითაძემ საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
მაია ბითაძემ საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მაია ბითაძემ საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს პირველი ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალური წარდგენა გაიმართა, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

„ეს არის პროექტი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და სრულ თანხვედრაშია იმ სამართლებრივ ცვლილებებთან, რომლებზეც საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ერთობლივად მუშაობენ. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დაასრულა მუშაობა კლიმატის ცვლილების შესახებ კანონის პროექტზე. ეს იქნება პირველი კანონი საქართველოში, რომელიც ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცევს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ყველა არსებულ ნორმასა და მექანიზმს, მათ შორის, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიმართულებით. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესიიდან დავიწყებთ აღნიშნული კანონპროექტის განხილვას. მისი მიღება მნიშვნელოვან ეტაპს შექმნის ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში და კლიმატის ცვლილების მართვის მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს გააჩენს“, - განახადა მაია ბითაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ადაპტაციის მიმართულების ხელმძღვანელი მირეი ატალაჰი, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ოფიცერი ესეი დენიელი და გაეროს საერთაშორისო ექსპერტი კლიმატის ცვლილების საკითხებზე ჯული გრინვალტი.

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმა პროექტის „შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის პროცესის მხარდასაჭერად“ ფარგლებში შემუშავდება, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გაერო-ს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.

ადაპტაციის ეროვნული გეგმა ქვეყნის პირველი სისტემური ჩარჩო დოკუმენტი იქნება, რომელიც უზრუნველყოფს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ღონისძიებების გრძელვადიან დაგეგმვას, კოორდინაციასა და ეროვნულ და სექტორულ პოლიტიკაში ინტეგრირებას.

პროექტის ფარგლებში მომზადდება 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა და 5-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა, ასევე გაძლიერდება მმართველობის, კოორდინაციის, დაფინანსების, მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესშირუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ