მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგის აღდგენაზე: საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე და საქართველოს არანაირი წინაპირობები არ სჭირდება იმისათვის, რომ ესაუბროს ევროკავშირს
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგის აღდგენაზე: საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე და საქართველოს არანაირი წინაპირობები არ სჭირდება იმისათვის, რომ ესაუბროს ევროკავშირს

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგის აღდგენაზე: საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე და საქართველოს არანაირი წინაპირობები არ სჭირდება იმისათვის, რომ ესაუბროს ევროკავშირს

იმედი|imedinews.ge

გადაცემა "დღის თემაში" სტუმრობისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობებსა და დიალოგის აღდგენის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან შეცვლილია მიდგომები, ვინაიდან ისინი აცნობიერებენ, რომ საქართველოსთან დიალოგი საჭიროა.

"გარკვეულწილად მიდგომები და სურვილები შეიძლება შეცვლილია ევროკავშირის ბიუროკრატიაში, აცნობიერებენ, რომ საქართველოსთან დიალოგი არის საჭირო, თუმცა ალბათ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ როგორ უნდა მოხდეს დიალოგის განახლება. საკმაოდ დიდი ხანია, რომ იგრძნობა სხვადასხვა ფორმატებში და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, რომ ასეთი მცდელობები და სურვილები, რა თქმა უნდა, არის." - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართულ მხარეს არასოდეს უთქვამს უარი დიალოგზე და მისი შეჩერების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევროკავშირის მხრიდან.

"ჩვენი პოზიცია არის ძალიან ცხადი - ჩვენ არ შეგვიჩერებია დიალოგი, ჩვენ არანაირი საფუძველი არ ჩაგვიყრია იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო ევროკავშირის მხრიდან მიღებული. არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 2024 წლის ივნისი - არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ევროკავშირის ელჩმა განგვიმარტა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება სიტყვებით, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი და შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი. მოგვიანებით გაკეთდა განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომელშიც ვერ ნახავთ ვერცერთ წინადადებას, რომლის საფუძველზეც შეიძლება გამოიტანო დასკვნა, რომ ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაციის პროცესი. ეს განცხადება ითარგმნა ამგვარად და დღემდე ასეთი სპეკულაცია ხდება, თითქოს ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაციის პროცესი, როცა ამ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე უკვე ევროკავშირს ჰქონდა დასკვნები გამოქვეყნებული და ეს დასკვნები ევროკავშირის ელჩმა გვითარგმნა, როგორც დიალოგის შეჩერება და იმავდროულად ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. ასე რომ, ეს დიალოგი, ეს ურთიერთობები შეჩერებული არის ევროკავშირის ბიუროკრატიის მიერ." - განმარტა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ იყო ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის მცდელობა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და დღის წესრიგში დადგა საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელების საჭიროება: "დღეს, ძალიან ბევრი თვალსაზრისით არის ევროკავშირისთვის საჭირო საქართველოსთან იყოს დიალოგი, ამას ყველა კარგად აცნობიერებს, უბრალოდ კითხვის ნიშანი არის ერთადერთი - როგორ გავაკეთოთ ეს? გავიგეთ, რომ შეიძლება საჭიროა სახის შენარჩუნება, უჭირთ ნაბიჯის უკან გადადგმა. Მმაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში პრინციპულობა. ჩვენ ძალიან ბევრი რამ დაგვაბრალეს. Ძალიან მძიმე დეზინფორმაციული კამპანიები აწარმოეს ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ, ეცადნენ, რომ მოეყენებინათ სერიოზული რეპუტაციული ზიანი. ახლა ჩვენ არაფერი გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ დიალოგი აღდგეს. ჩვენ არ გვითქვამს უარი. მათ შეუძლიათ უბრალოდ თქვან, რომ იყო რაღაც ნაბიჯები გადადგმული, რაც იყო არასწორი."

მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის მხრიდან არსებულ გარკვეულ მოთხოვნებზე და ბრალდებებზე რეპრესიულ კანონებთან და დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით.

"ჩვენ არ ვთვლით, რომ რაიმე რეპრესიული კანონი არსებობს საქართველოში. ყველა კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2020 წლიდან, საჭირო გახდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად. ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა, შეიძლება დღეს აქ არ ვმჯდარიყავით, მშვიდად არ გვესაუბრა და არ გვემსჯელა, როგორ განვაახლოთ დიალოგი ევროკავშირთან. ჩვენ სრულიად სხვა მოცემულობა შეიძლებოდა გვქონოდა დღეს. რაც შეეხება დემოკრატიულ უკუსვლას, ესეც ტყუილია. Რროგორ შეიძლება, მხარს უჭერდე ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობენ არჩევნებზე და პარლამენტში შესვლაზე და პრეტენზია გქონდეს ხელისუფლებასთან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილური განვითარების შესაძლებლობა შეენარჩუნებინა. ეს არის უბრალოდ უსამართლობა." - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეეხო ევროკავშირის მხრიდან დიალოგის აღდგენის წინაპირობებსა და ქართული მხარის მზაობას, აღადგინოს დიალოგი, თუკი ევროკავშირის მხრიდან სურვილი იქნება.

"დიალოგს არ სჭირდება წინაპირობები, ჩვენ ვითხოვთ ერთადერთს - მოპყრობა იყოს სამართლიანი. საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე და საქართველოს არანაირი წინაპირობები არ სჭირდება იმისათვის, რომ ესაუბროს ევროკავშირს. თუ ეს არის პროცესი, სადაც წინაპირობები უნდა დაგვიდონ და აქ წყდება ევროკავშირში გაწევრიანება, მაშინ დავდოთ ეს წინაპირობები და ქართული საზოგადოება ძალიან კარგად დაინახავს, თუ რა არის ეს წინაპირობები და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის ღიაობა, თუკი იქნება ევროკავშირის სურვილი, რომ განახლდეს ჩვენ შორის დიალოგი, რომელიც, მათ შორის, გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით და ირღვევა, როცა არ ატარებენ შეხვედრებს საქართველოსთან." - აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

იმედი

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

იმედი