მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობა ნამდვილად არის საამაყო, ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები, რაც ადასტურებს ამ პარტნიორობის ნაყოფიერებას
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობა ნამდვილად არის საამაყო, ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები, რაც ადასტურებს ამ პარტნიორობის ნაყოფიერებას

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობა ნამდვილად არის საამაყო, ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები, რაც ადასტურებს ამ პარტნიორობის ნაყოფიერებას

იმედი|imedinews.ge

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობა ნამდვილად არის საამაყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები, საუკეთესო მაგალითები, რაც ადასტურებს ამ პარტნიორობის ნაყოფიერებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ამ თანამშრომლობას მთლიანად რეგიონისთვის შეუძლია კონკრეტული შედეგებისა თუ სარგებლის მოტანა.

„ჩვენი რეგულარული შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო სასარგებლო იყოს ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის. ნამდვილად, რეგიონში ჩვენ გარშემო სიტუაცია არ არის მარტივი, გეოპოლიტიკური გარემო არის რთული და ამ პირობებში, ეს მართლაც სანიმუშო და სამაგალითო თანამშრომლობა არის ის, რასაც შეუძლია იყოს მთელი რეგიონისთვის სასარგებლო და შედეგების მომტანი. სწორედ ამიტომ ამ შეხვედრას აქვს დიდი მნიშვნელობა. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ კარგი შედეგები შევაფასეთ, მაგრამ ვიმსჯელეთ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა, რომ უკეთესი შედეგები მოვიტანოთ ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის.

ეს ნამდვილად უნიკალური ფორმატია, გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ასეთი თანამშრომლობა არსებობს სხვადასხვა სექტორში, სხვადასხვა მიმართულებით სამივე ქვეყანას შორის, რასაც მოაქვს ქვეყნებს შორის პრაქტიკული შედეგები“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • ჩაანაცვლებს ბაქო მოსკოვს? – რას მოუტანს საქართველოს ევროპა-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობაBM.GE
  • აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენნეტგაზეთი
აზერბაიჯანის →შედეგები →

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი