მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მალტის პარლამენტის თავმჯდომარე: ჩვენ ყოველთვის ვგულშემატკივრობთ საქართველოს. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენც გავიარეთ საკმაოდ ცხარე დისკუსიები. ვიმედოვნებთ, საქართველოსთვის პროცესები კარგად წარიმართება
მალტის პარლამენტის თავმჯდომარე: ჩვენ ყოველთვის ვგულშემატკივრობთ საქართველოს. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენც გავიარეთ საკმაოდ ცხარე დისკუსიები. ვიმედოვნებთ, საქართველოსთვის პროცესები კარგად წარიმართება

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ყოველთვის ვგულშემატკივრობთ საქართველოს. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა პოზიტიური იყო. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენც გავიარეთ ბევრი რამ, საკმაოდ ცხარე დისკუსიები, - განაცხადა მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანჟელო ფარუჯამ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიოში არსებული ვითარება და გამოწვევები.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ძირითადად მიეძღვნა მსოფლიო წესრიგს. როგორც იცით, ახლა მსოფლიოში არც ისე სასიამოვნო ვითარებაა. გვაქვს პრობლემები ახლო აღმოსავლეთში, უკრაინა-რუსეთის ომი, რეგიონული პრობლემები, ასევე, პრობლემები სხვა სფეროებში. განვიხილეთ, რამდენად ეფექტური არიან საერთაშორისო ორგანიზაციები ამ პრობლემებთან გამკლავებაში.

ყველა ვთანხმდებით, მნიშვნელოვანია ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის მსგავსი რეგიონული კონფერენცია, სადაც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ რეგიონულ საკითხებზე და საქართველო ნამდვილად იქნება ამ ორგანიზაციის წევრი. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, გახდეს ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის წევრი. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-მალტას შორის ურთიერთობაზე, რომელიც 1992 წლიდან იწყება.

ჩვენ ყოველთვის ვგულშემატკივრობთ საქართველოს. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა პოზიტიური იყო. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენც გავიარეთ ბევრი რამ, საკმაოდ ცხარე დისკუსიები. საქართველოზე რაც შემიძლია, ვთქვა, ვიმედოვნებთ, საქართველოსთვის პროცესები კარგად წარიმართება.

ვფიქრობ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. მაგალითად, როცა ჩვენ ვწყვეტდით, უნდა შევერთებოდით თუ არა ევროკავშირს, რეფერენდუმი ჩავატარეთ და განსხვავება მხოლოდ ერთი პროცენტი იყო. ეს არის საკითხი, რომელსაც ხალხი წყვეტს“, - აღნიშნა მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ანჯელო ფარუჯას შეხვდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ