მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ასეთ ვითარებაში სიფრთხილე აუცილებელი არ არის ღალატს ნიშნავდეს - ის, შესაძლოა, უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი იყოს
მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ასეთ ვითარებაში სიფრთხილე აუცილებელი არ არის ღალატს ნიშნავდეს - ის, შესაძლოა, უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი იყოს

მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ასეთ ვითარებაში სიფრთხილე აუცილებელი არ არის ღალატს ნიშნავდეს - ის, შესაძლოა, უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი იყოს

იმედი|imedinews.ge

სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი მარჩინ როსოლოვსკი თავის სტატიაში ყურადღებას ამახვილებს „პრორუსული საქართველოს მითზე“. ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საზოგადოებას კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი. შესაბამისად, ავტორი ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან სიფრთხილის გამოჩენა და „მრავალვექტორული“ პოლიტიკა არა ღალატი, არამედ გადარჩენის ინსტინქტია.

„საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება პოლიტიკური გამარტივებაა, რომელიც უფრო მეტს აბნევს, ვიდრე ხსნის. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ქართულ საზოგადოებას ახსოვს 2008 წლის ომი, რუსული ტანკები, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაკარგვა. ასეთ ვითარებაში სიფრთხილე აუცილებელი არ არის ღალატს ნიშნავდეს - ის, შესაძლოა, უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი იყოს. უკრაინას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს გადარჩენისთვის, ხოლო საქართველოს - არა? თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება მრავალვექტორულ პოლიტიკას ატარებს - ზოგჯერ დასავლეთისთვის გამაღიზიანებელს, ზოგჯერ კი ზედმეტად ფრთხილს. თუმცა დაუშვებელია მისი ავტომატურად რუსულ აგენტურად გამოცხადება. ადვილია ქართველებისკენ მკაცრი ნაბიჯებისკენ მოწოდება ვარშავიდან, ბერლინიდან ან ბრიუსელიდან. გაცილებით რთულია პასუხისმგებლობის აღება იმ შედეგებზე, თუ პატარა კავკასიური ქვეყანა მოსკოვთან კიდევ ერთ დაპირისპირებაში აღმოჩნდება ჩათრეული“, - ვკითხულობთ სტატიაში.

ამასთან, ავტორი ავტორი მიუთითებს იმასაც, რომ თუ სადმე არის ნამდვილი პრორუსულობა, ეს ბერლინშია. ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად ომისა და სანქციებისა, გერმანული ბიზნესის ნაწილი კვლავ ეძებს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის გზებს.

„თუ უკვე პრორუსულობაზე ვსაუბრობთ, უპირველესად ბერლინს უნდა შევხედოთ. სწორედ გერმანული ელიტები აშენებდნენ Nord Stream-ს წლების განმავლობაში. სწორედ გერმანიამ გახადა ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებული. სწორედ ისინი მოძღვრავდნენ პოლონეთს „რუსოფობიის“ შესახებ, როდესაც ვარშავა კრემლის იმპერიული პოლიტიკის საფრთხეზე აფრთხილებდა. დღეს, მიუხედავად ომისა და სანქციებისა, გერმანული ბიზნესის ნაწილი კვლავ ეძებს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის გზებს. სიმბოლური იყო გერმანიის ბიზნესწრეების მონაწილეობა სანქტ-პეტერბურგის ბიზნესფორუმში. იქ კვლავ ჩანს იგივე მენტალიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთს პარტნიორად, ხოლო ცენტრალურ ევროპას - ბიზნესის კეთებაში ხელისშემშლელ ფაქტორად აღიქვამდა. სწორედ ამიტომ პოლონეთმა არ უნდა მიიღოს გერმანული მგრძნობელობა საკუთარ კომპასად აღმოსავლეთისა და კავკასიის საკითხებში“, - აღნიშნავს ავტორი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინაBM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი