მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, მშენებლობა დაიწყო, ეს კომპლექსური ობიექტი მოიცავს როგორც საპორტო, ისე - მომიჯნავე ინფრასტრუქტურას
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, მშენებლობა დაიწყო, ეს კომპლექსური ობიექტი მოიცავს როგორც საპორტო, ისე - მომიჯნავე ინფრასტრუქტურას

იმედი|imedinews.ge

ქვეყნისთვის ისტორიული პროექტის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიაში, სადაც ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

მინისტრის შეფასებით, პროცესი უკვე საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული.

„გასული პერიოდის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა კონტრაქტორ კომპანიასთან, მასთან ერთად პირველადი კონტრაქტის ღირებულების ოპტიმიზაცია მოვახდინეთ და პროექტი 52 მილიონი დოლარით გაიაფდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია. ეს იქნება კომპლექსური ობიექტი, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავს საპორტო, ხოლო მეორე მხრივ - მომიჯნავე ინფრასტრუქტურას, მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას. პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება პორტთან მისასვლელი გზა და რკინიგზა, რაც ნავსადგურის შეუფერხებელ მუშაობას შეუწყობს ხელს. ეს ყველაფერი გარანტიაა იმისა, რომ ანაკლია ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში პორტთან დამაკავშირებელი გზისა და 18-კმ სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაიწყება.

„მთავრობამ უკვე წარადგინა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი ისტორიული განახლების გეგმის გეგმა, სადაც აღინიშნა, რომ რკინიგზა ინტეგრირებული სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემის ნაწილია, გაზრდილ ტვირთნაკადს კი, რომელსაც რკინიგზა გაატარებს, ძლიერი საზღვაო კარიბჭე ესაჭიროება. სწორედ ამიტომაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ამ მასშტაბური პროცესის ლოგიკური გაგრძელება და დამაგვირგვინებელი ელემენტი. რკინიგზის გაძლიერება და ანაკლიის განვითარება ურთიერთდამოკიდებულია და ისინი ერთად ქმნიან საქართველოს, როგორც რეგიონის სანდო, ეფექტიან და კონკურენტუნარიან დამაკავშირებელ ჰაბს“, - აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ობიექტებზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
ობიექტებზე →პორტის →ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ