მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ, რეგიონულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ, რეგიონულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას

იმედი|imedinews.ge

შიდა რეფორმების პარალელურად, საქართველო ასევე აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ რეგიონულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლში, ბუნებრივი რესურსების მეორე სამიტის - INRES 2026-ის ფარგლებში გამართულ ენერგეტიკის მინისტრთა სესიაზე.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროექტს რეგიონული ენერგეტიკული დაკავშირებადობის გაუმჯობესების, განახლებადი ენერგიით ვაჭრობის მხარდაჭერისა და როგორც ევროპის, ისე ფართო რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი გადადის განხორციელების მომდევნო ფაზაში, რაც მოიცავს ზღვის ფსკერის დაგეგმილ გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ კვლევებს. მოხარულები ვართ, რომ პროექტი ოფიციალურად არის შეტანილი ევროკავშირის ურთიერთინტერესის მქონე პროექტების (PMI) სიაში, რაც ამ პროექტის წინსვლისა და განხორციელებისადმი ევროპის ძლიერ მხარდაჭერას ასახავს“, - განაცხადა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორში საქართველოსა და თურქეთის ძალიან მჭიდრო, სტრატეგიულ პარტნიორობას. მინისტრის განცხადებით, თანამშრომლობა ელექტროენერგიით ვაჭრობაში, გადამცემ ინფრასტრუქტურასა და რეგიონულ დაკავშირებადობაში ორმხრივ ნდობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ძლიერი რეგიონული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადასტურებს.

მინისტრის შეფასებით, მდგრადი განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და რეგიონული სტაბილურობა მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით, პრაქტიკული პარტნიორობითა და გრძელვადიანი ხედვით მიიღწევა. მისივე თქმით, მსგავსი სამიტები მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის პერსპექტივების გაზიარების, დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრისთვის.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა რეგიონში დაკავშირებადობის საკითხზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც პირველ გემებს 2029 წელს მიიღებს. მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომელიც რეგიონის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს. მინისტრის განცხადებით, პორტის პროექტი, ენერგეტიკულ დერეფნებთან ერთად, შექმნის ერთიან, მძლავრ ინფრასტრუქტურულ საფუძველს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ეფექტური ფუნქციონირებისთვის და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ