მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარკო რუბიო ირანზე: ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ
მარკო რუბიო ირანზე: ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ

მარკო რუბიო ირანზე: ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ

იმედი|imedinews.ge

მარკო რუბიომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ განაცხადა. ამ თემაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ინდოეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, აშშ უპირატესობას ანიჭებს დიპლომატიურ არხებს ომის დასასრულებლად და დაამატა: „ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ“.

რუბიო ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლოა მსოფლიომ უახლოეს საათებში კარგი ამბები შეიტყოს, „მინიმუმ სრუტესთან დაკავშირებით“.

„ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული სამუშაო შესასრულებელი. არის „კარგი ამბები“, მაგრამ „არა საბოლოო ამბები“, - დასძინა რუბიომ.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მიზნები „ძალიან მკაფიო“ იყო: ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის, ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესაძლებლობების განადგურება და მისი „თავდაცვითი სამრეწველო ბაზის“ დაზიანება.

„ეს იყო ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ მიზნები და ეს მიზნები მიღწეულია“, - განაცხადა მან.

მანამდე მოლაპარაკებებზე პროგრესის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც განაცხადეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ