მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მერკელის განცხადებით, ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი ამბიციისგან - გახდეს ყველაზე ძლიერი კონტინენტი მსოფლიოში
მერკელის განცხადებით, ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი ამბიციისგან - გახდეს ყველაზე ძლიერი კონტინენტი მსოფლიოში

მერკელის განცხადებით, ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი ამბიციისგან - გახდეს ყველაზე ძლიერი კონტინენტი მსოფლიოში

იმედი|imedinews.ge

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი ამბიციისგან - გახდეს „ყველაზე ძლიერი და მეცნიერებაზე დაფუძნებული კონტინენტი მსოფლიოში“.

ევროპარლამენტში გამართულ ცერემონიაზე, რომელიც „ევროპის ღირსების ორდენის“ პირველი ლაურეატების დაჯილდოებას მიეძღვნა, მერკელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის დაპირება საკუთარი მოქალაქეებისადმი კეთილდღეობის შესახებ საფრთხის ქვეშაა და ახალ ძალისხმევას მოითხოვს.

ევროკავშირის ლიდერების მიერ 2000 წელს ლისაბონში აღებულ ვალდებულებებზე საუბრისას, მერკელმა შეახსენა დამსწრეებს, რომ ევროპამ მიზნად დაისახა გამხდარიყო მსოფლიოში წამყვანი, ცოდნასა და მეცნიერებაზე ორიენტირებული კონტინენტი.

„თუ დავბრუნდებით 2000 წელში, როდესაც ლისაბონში მთავრობის მეთაურებმა განაცხადეს, რომ ევროპა უნდა ყოფილიყო ყველაზე ძლიერი და მეცნიერებაზე დაფუძნებული კონტინენტი მსოფლიოში - ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ამ მიზნისგან და უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ ამ დაპირებას მივუახლოვდეთ“, - აღნიშნა მან.

მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური წარმატება კვლავაც გადამწყვეტ როლს თამაშობს უფრო ფართო ევროპული მიზნების მისაღწევად, მათ შორის კლიმატის დაცვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით.

მისი თქმით, მდგრადი განვითარება და ეკონომიკური წარმატება გვერდიგვერდ უნდა მიდიოდეს, რათა ევროპის მოქალაქეებმა ევროკავშირში კვლავაც დაინახონ დამატებითი ღირებულების წყარო.

მშვიდობის საკითხზე საუბრისას მერკელმა აღნიშნა, რომ ევროპაში სტაბილურობა აღარ არის გარანტირებული. მან უკრაინაში მიმდინარე ომზე მიუთითა, როგორც იმის მტკიცებულებაზე, რომ უსაფრთხოების შესახებ არსებული მრავალწლიანი დაშვებები დაიმსხვრა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ცვალებადი საერთაშორისო დინამიკა, მათ შორის აშშ-ის უსაფრთხოების პოლიტიკის ცვლილებები, კიდევ უფრო ააშკარავებს ევროპის უსაფრთხოების გარემოს სიმყიფეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ