მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მეტრეველი: ფიშერი ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს დააჯეროს, რომ უკრაინისა და მოლდოვის გზა ერთადერთი სწორი არჩევანია, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ხედავს, რა მძიმე შედეგები მოიტანა ამ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა
მეტრეველი: ფიშერი ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს დააჯეროს, რომ უკრაინისა და მოლდოვის გზა ერთადერთი სწორი არჩევანია, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ხედავს, რა მძიმე შედეგები მოიტანა ამ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა

მეტრეველი: ფიშერი ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს დააჯეროს, რომ უკრაინისა და მოლდოვის გზა ერთადერთი სწორი არჩევანია, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ხედავს, რა მძიმე შედეგები მოიტანა ამ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა

იმედი|imedinews.ge

პეტერ ფიშერის მუდმივი მენტორული ტონი და ჩარევის მცდელობა საქართველოს შიდა პოლიტიკაში უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, ვისთან ითანამშრომლებს, რა გზას აირჩევს და როგორ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის, მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თქმითაც „ საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან“.

მეტრეველის განცხადებით, პეტერ ფიშერი ცდილობს ქართველ ხალხს დააჯეროს, რომ უკრაინის და მოლდოვის მიერ არჩეული გზა ერთადერთი სწორი მიმართულებაა, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ხედავს თუ რა შედეგები მოიტანა მათ მიერ არჩეულმა გზამ - ომის, ნგრევისა და ეკონომიკური კოლაფსის სახით. მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო არ აპირებს უცხოელი ბიუროკრატების პოლიტიკური თამაშების ნაწილად ყოფნას.

„პეტერ ფიშერის მუდმივი მენტორული ტონი და ჩარევის მცდელობა საქართველოს შიდა პოლიტიკაში უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, ვისთან ითანამშრომლებს, რა გზას აირჩევს და როგორ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. ბატონი ფიშერი ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს დააჯეროს, რომ უკრაინისა და მოლდოვის გზა ერთადერთი სწორი არჩევანია, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ხედავს, რა მძიმე შედეგები მოიტანა ამ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა: ომი, ნგრევა, ეკონომიკური კოლაფსი და სუვერენიტეტის დაკარგვა. ამიტომ, სანამ გერმანიის ელჩი ქართველ ხალხს ჭკუას დაარიგებს, სჯობს დაფიქრდეს, რატომ იზრდება ყოველდღიურად საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც უკვე ღიად ამბობს: ასეთი პარტნიორობა და ასეთი ევროკავშირი ჩვენთვის მიუღებელია. უცხო ქვეყნების ელჩებმა კარგად უნდა შეიგნონ, რომ საქართველო არავის დანამატი არ არის. ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის ინტერესების გაცვლას უცხოელი ბიუროკრატების პოლიტიკურ დირექტივებში და არც სხვისი გეოპოლიტიკური თამაშების ნაწილად ქცევას,“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →შედეგები →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი