
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციით უკმაყოფილოა და მათ უმოქმედობაში ადანაშაულებს
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციით უკმაყოფილოა და მათ უმოქმედობაში ადანაშაულებს. სააკაშვილი ოპოზიციის ნაწილს გაყიდულსა და შეშინებულს უწოდებს. ასევე წერს რომ აქტიურობის ნაცვლად ოპოზიციის წევრები დასასვენებლად არიან წასულები. პირველი ვინც მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას დაეთანხმა ლაშა ფარულავა იყო. სააკაშვილის კრიტიკას არ იღებენ სხვები.
„სააკაშვილი სამყაროს უყურებს ტელევიზორში, იმ ტელევიზორში, სადაც ეთერს თვითონ ყიდულობს, შესაბამისად რომ ვერ გვხედავს ეგ გასაკვირი არ არის. მაგ კაცისთვის მნიშვნელობა არ აქვს ეს ქვეყანა გადარჩება თუ არა, თუ თვითონ არ იქნება მისთვის ეს ქვეყანა სულ ერთია, თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩება“, - განაცხადა „ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.
„შემახსენეთ გავიდა ალიანსიდან „ნაციონალური მოძრაობა“? რაღაც არ მახსოვს. მე ჩემს თავზე ნამდვილად არაფერს ვიღებ და არ მჭირდება არავისგან შეხსენება, მე თვითონ და ჩემი პარტია რასაც ვაკეთებთ. არც პლაჟზე არ ვართ არავინ დანამდვილებით, ქალაქში ვართ და ვმუშაობთ როგორც შეგვიძლია ბევრისგან განსხვავებით“, - აღნიშნა პარტია „ახლის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge