მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის საკითხებზე სასაკლაოებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის საკითხებზე სასაკლაოებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის საკითხებზე სასაკლაოებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სასაკლაოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის რეფორმა განიხილეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ლაშა ავალიანის განცხადებით, აღნიშნული რეფორმის მიზანი ნარჩენების სწორად განკარგვა და გადამუშავებაა.

„გარკვეული რეგულაციები, რომლებიც ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტების განკარგვას ითვალისწინებს, ეტაპობრივად შედის ძალაში. შესაბამისად, შეხვედრა გაიმართა სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ერთი მხრივ ჰქონდეთ მზაობა, ხოლო მეორე მხრივ, გავაცანით თანადაფინანსების პროგრამები. შეხვედრის მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია იმ ბიზნესებისგან, რომლებიც მზად არიან ცხოველური წარმოშობის არასასურსათო ნარჩენები გადაამუშაონ, შექმნან დამატებითი ღირებულება და ხელი შეუწყონ გარემოს დაცვისადმი მდგრადი, ეკო-მეგობრული მიდგომების დანერგვას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა, ბიზნესსექტორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით, სამუშაო ფორმატში განიხილეს სასაკლაოების მოწყობის ზოგადი წესები და ნარჩენების მართვის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანადაფინანსების პროგრამებზე, რომლებსაც სოფლის განვითარების სააგენტო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით სასაკლაოებს სთავაზობს.

„დღევანდელ შეხვედრას ყველა დაინტერესებული მხარე ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ბიზნესს გაუჩნდა შესაძლებლობა აიღოს შეღავათიანი აგროკრედიტი, მოაწყოს ინფრასტრუქტურა და სამაცივრე მეურნეობები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაჩნდა ნარჩენების გადამუშავების საშუალება და მათი დამუშავების შესაბამისი ტექნოლოგიები“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, სახელმწიფო სასაკლაოებს ვალდებულებებთან ერთად, განვითარების შესაძლებლობებსაც სთავაზობს. „თავის მხრივ სურსათის ეროვნული სააგენტო გააქტიურებული კონტროლით ქმნის კონკურენტუნარიან გარემოს და ახალისებს კეთილსინდისიერ ბიზნესს“, - აღნიშნა გიორგი იაკობაშვილმა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვლევა: გერმანელების 51% ლტოლვილებისთვის საზღვრების სრულად ჩაკეტვას ემხრობა

კვლევა: გერმანელების 51% ლტოლვილებისთვის საზღვრების სრულად ჩაკეტვას ემხრობა

იმედი

პროკურატურა: ბრიტანეთის მოქალაქეს დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა, რომ მას ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული დიდი ოდენობით, სამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ

თბილისში გაიმართება საერთაშორისო ღონისძიება ,,Tbilisi Eurasian Tuesday“, რომელიცსაქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებსშორის ბიზნესთანამშრომლობის გაძლიერებასემსახურება

თბილისში გაიმართება საერთაშორისო ღონისძიება ,,Tbilisi Eurasian Tuesday“, რომელიცსაქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებსშორის ბიზნესთანამშრომლობის გაძლიერებასემსახურება

იმედი