მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნეთანიაჰუ ტრამპთან სატელეფონო საუბარზე: ხანდახან გვაქვს უთანხმოებები, როგორც საუკეთესო ოჯახებში ხდება ხოლმე - ის პატივს მცემს მე, მე პატივს ვცემ მას
ნეთანიაჰუ ტრამპთან სატელეფონო საუბარზე: ხანდახან გვაქვს უთანხმოებები, როგორც საუკეთესო ოჯახებში ხდება ხოლმე - ის პატივს მცემს მე, მე პატივს ვცემ მას

ნეთანიაჰუ ტრამპთან სატელეფონო საუბარზე: ხანდახან გვაქვს უთანხმოებები, როგორც საუკეთესო ოჯახებში ხდება ხოლმე - ის პატივს მცემს მე, მე პატივს ვცემ მას

იმედი|imedinews.ge

CNBC-სთან ინტერვიუში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ უარყო ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას ტრამპთან რთული დიალოგის არსებობა, თუმცა ამ საკითხის მნიშვნელობა დააკნინა.

„ჩვენი საუბრების დეტალებში შესვლას არ ვაპირებ. ათასობით, უფრო სწორად, ძალიან ბევრი ასეთი საუბარი გვქონია“, - ამბობს ის. - „თუ ფიქრობთ, რომ ეს კრიზისია, სხვა საუბრებს უნდა დაესწროთ. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვპოულობდით გამოსავალს“.

მისი თქმით, ის და ტრამპი თანხმდებიან „მთავარ საკითხებზე“, მათ შორის იმაზე, რომ აუცილებელია ირანს არ მიეცეს ისრაელისთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობა.

„ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს. ხანდახან, როგორც საუკეთესო ოჯახებში ხდება ხოლმე, გვაქვს ტაქტიკური უთანხმოებები“, - ამბობს ის. - „მათ მოსაგვარებლად გზას ყოველთვის ვპოულობთ და ამას ვაკეთებთ, როგორც დიდი მეგობრები. დილით შეიძლება ვერ შევთანხმდეთ, ნაშუადღევს კი უკვე ერთობლივად ვმოქმედებდეთ. ის პატივს მცემს მე, მე პატივს ვცემ მას. ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ გზას უთანხმოებების მოსაგვარებლად“.

კითხვაზე ტრამპის სიტყვების შესახებ, რომლის მიხედვითაც მან ნეთანიაჰუს უთხრა: „მე რომ არა, ციხეში იქნებოდი“, ნეთანიაჰუ პასუხობს: „დეტალებში არ შევალ, მაგრამ ის ძალიან ხმამაღლა საუბრობდა იმ აბსურდულობაზე, რასაც ეს ყალბი სასამართლო პროცესი ჰქვია, რომელსაც ახლა მე გავივლი“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
ტრამპი →ხდება →

მსგავსი სტატიები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი