მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. New York Post: აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილზე ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა
New York Post: აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილზე ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა

New York Post: აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილზე ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროს ქალიშვილზე ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე 32 წლის ერაყის მოქალაქე მოჰამად ბაკერ საად დავუდ ალ-საადია დაკავებული. ის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან თანამშრომლობდა. ეჭვმიტანილს ივანკა ტრამპის მოკვლით გუშაგთა კორპუსის მეთაურის ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შური უნდა ეძია. სოლეიმანი ექვსი წლის წინ ამერიკელმა სამხედროებმა მოკლეს.

როგორც გამოცემას წყაროები უყვებიან, ერაყის მოქალაქეს ფლორიდაში მდებარე ტრამპის ქალიშვილის სახლის გეგმა ჰქონდა დახაზული. მან გეგმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა და მიაწერა: „შეხედეთ ამ ფოტოსურათს და იცოდეთ, რომ არც თქვენი სასახლეები, არც საიდუმლო სამსახური არ დაგიცავთ. ახლა ჩვენ თვალთვალისა და ანალიზის ეტაპზე ვიმყოფებით. ჩვენი შური - მხოლოდ დროის ამბავია“.

New York Post-ი წერს, რომ ალ-საადის მაღალი თანამდებობა ეკავა ირანისა და ერაყის ტერორისტულ წრეებში. მას ერაყის სამსახურებრივი პასპორტი უპოვეს. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის პასპორტის მიღება მხოლოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანხმობით შეიძლება. პასპორტი ეჭვმიტანილს საშუალებას აძლევდა ერაყის აეროპორტში მინიმალური შემოწმება გაეარა და VIP-ზონით ესარგებლა.

ის თურქეთში 15 მაისს დააკავეს და აშშ-ის ხელისუფლებას გადასცეს. ალ-საადის ბრალდება 18 მუხლით წაუყენეს. მას ბრალად ევროპასა და აშშ-ში თავდასხმები და თავდასხმის მცდელობები ედება. გამოძიების ცნობით, ბრალდებული ამსტერდამში მდებარე Bank of New York Mellon-ის ოფისში დაწვაში მონაწილეობდა. ის აგრეთვე ლონდონში ებრაული სათვისტომოს ორ წარმომადგენელს დანით თავს დაესხა და ტორონტოში აშშ-ის საკონსულოს შენობაში სროლა მოაწყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ