
New York Post: ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა
იმედი|imedinews.ge
დონალდ ტრამპის უფროს ქალიშვილ, ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა. ინფორმაციას გამოცემა New York Post ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულია ერაყის მოქალაქე, 32 წლის ბაკერ საად დავუდ ალ-საადი, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან თანამშრომლობდა. მას ივანკა ტრამპის მოკვლით გუშაგთა კორპუსის მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შური უნდა ეძია.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge