მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკ პეტრო: იმ შემთხვევაში, თუ კიევი საკუთარი ნებით შეეცდება მშვიდობის მიღწევას, ევროკავშირი უკრაინას დაემუქრება უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, სამხედრო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თანადგომის გაუქმებით
ნიკ პეტრო: იმ შემთხვევაში, თუ კიევი საკუთარი ნებით შეეცდება მშვიდობის მიღწევას, ევროკავშირი უკრაინას დაემუქრება უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, სამხედრო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თანადგომის გაუქმებით

იმედი|imedinews.ge

როდ-აილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ნიკ პეტრომ საკუთარ წიგნზე, „უკრაინის ტრაგედია - რას გვასწავლის კლასიკური ბერძნული ტრაგედია კონფლიქტის მოგვარების შესახებ“, გადაცემაში „თბილისის დროით“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, წიგნის მთავარი არგუმენტია გავიაზროთ, რომ ეს კონფლიქტი არის იმ განსხვავებულ კულტურებს შორის დაპირისპირება, რომლებიც ისტორიული უკრაინის ნაწილს წარმოადგენენ.

„კულტურებს შორის დაპირისპირების ბერძნული ტრაგედია კარგი თვალსაზრისია. მაგალითად ბერძენი ისტორიკოსი თუკიდიდეს ნაშრომი - პელოპონესის ომის თაობაზე. ნაშრომი კონფლიქტის საფუძვლებზეა აგებული, სპარტასა და ათენის კულტურული ხედვების განსხვავებებზე. თუკიდიდეს აზრით, ასეთი კონფლიქტების თავიდან არიდების ერთადერთი გზა გახლავთ დიალოგი. ეს თვალსაზრისი ადრე მე მიბიძგებდა რომ უკრაინის შემთხვევაში, უპირატესობა მივანიჭო საზოგადოების მიერ თავად გაჯანსაღებას და არა საერთაშორისო გზებით კონფლიქტების მოგვარების მეთოდს. ბოლო დროს კი აზრი შევიცვალე, რადგან უკრაინა უკვე აღარ წარმოადგენს დამოუკიდებელ აქტორს. უკრაინას მშვიდობა რომც სურდეს, ევროკავშირი ამას შეეწინააღმდეგება. იმ შემთხვევაში, თუ კიევი საკუთარი ნებით შეეცდება მშვიდობის მიღწევას, ევროკავშირი უკრაინას დაემუქრება უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, სამხედრო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თანადგომის გაუქმებით“, - აღნიშნა ნიკ პეტრომ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →სამხედრო →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი