მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკ პეტრო უკრაინის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაზე: ეს პოლიტიკა კი წარიმართება ომის გაგრძელების ინტერესის კარნახით. საბოლოო ჯამში ეს ემსახურება დროის მოგებას, რათა ევროპამ გადაიარაღება მოასწროს
ნიკ პეტრო უკრაინის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაზე: ეს პოლიტიკა კი წარიმართება ომის გაგრძელების ინტერესის კარნახით. საბოლოო ჯამში ეს ემსახურება დროის მოგებას, რათა ევროპამ გადაიარაღება მოასწროს

ნიკ პეტრო უკრაინის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაზე: ეს პოლიტიკა კი წარიმართება ომის გაგრძელების ინტერესის კარნახით. საბოლოო ჯამში ეს ემსახურება დროის მოგებას, რათა ევროპამ გადაიარაღება მოასწროს

იმედი|imedinews.ge

ეს პროპაგანდისტული სლოგანია, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ როდ-აილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკ პეტრომ. მან ამგვარად შეაფასა გადაცემის წამყვანის, ბრიტანელი დიპლომატის, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტის, იან პრაუდის მიერ მოყვანილი, NEW YORK TIMES-ის ციტატა, რომ „ვოლოდიმირ ზელენსკის თავისუფალი სამყაროს ახალი ლიდერია“.

ნიკ პეტრომ აქვე განმარტა, რატომ არ მიიჩნევს იგი, რომ ზელენსკი დამოუკიდებელი აქტორია.

„ის შეიძლება, ცდილობს, ფეხი აუწყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, მაგრამ როგორც გითხარით, ეს არ არის მისი დღის წესრიგი. 2022 წლის აპრილში სტამბოლში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა სამშვიდობო შეთანხმება ჩაშალეს. ამავე დროს პირობა მისცეს ზელენსკის, რომ ბრძოლის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთის სტრატეგიული დამარცხებისთვის რესურსებს არ დაიშურებდნენ. მათ ეს პირობა დაარღვიეს. წლების განმავლობაში დასავლეთის მიერ გაწეული სამხედრო დახმარება იკლებს, უკრაინის დანაკარგები კი ცოცხალი ძალის, წარმოების საშუალებებისა და რესურსების თვალსაზრისით მზარდია.

ჩნდება ბუნებრივი კითხვა, რატომ არ იწყებს უკრაინა მოლაპარაკებებს? იმიტომ, რომ სწორედ ევროკავშირი აწვდის კიევს ეკონომიკური დახმარების უდიდეს ნაწილს. უკრაინის სამხედრო ბიუჯეტის ნახევარს, ასევე შიდა ხარჯების ნახევარს სწორედ ევროკავშირი ფარავს უკრაინაში, ეს თანხები კი მკაცრი პირობებით გაიცემა. პირობები ეხება იმას, თუ როგორ გაიხარჯება დახმარება. მაგალითად, სამხედრო დახმარება, რომელიც ბოლოს უკრაინისთვის გაცემული 90 მილიარდი ევროს მოცულობის ორი მესამედია, აუცილებლად უნდა დაიხარჯოს ნატოს საცავებში არსებულ ტყვია-წამალსა და შეიარაღებაზე. ნატო კი ამ თანხას შემდეგ გამოიყენებს ახალი შეიარაღებისა და ტყვია-წამლის წარმოებისთვის, რომელიც თავად ნატოს საცავებს შეავსებს. ზუსტად იმავე სქემას მიჰყვება ამერიკული სამხედრო დახმარებაც“, - განაცხადა ნიკ პეტრომ.

მისი შეფასებით, ტერმინ „რეფორმის“ მიღმა საქმე სინამდვილეში გვაქვს უკრაინის ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი უწყებების დასავლეთის მიერ კონტროლის ქვეშ მოქცევასთან. ნიკ პეტრომ ეს უწყებების ჩამოთვალა.

„ეკონომიკური დახმარების სხვა ნაწილი კი დაკავშირებულია რეფორმების გატარებასთან. ტერმინს „რეფორმა“ დიდი სიფრთხილით ვიყენებ, რადგან საქმე სინამდვილეში გვაქვს უკრაინის ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი უწყებების დასავლეთის მიერ კონტროლის ქვეშ მოქცევასთან. სწორედ აქ იყრის თავს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი.

ამჟამად ეს სისტემა მოიცავს ფინანსთა სამინისტროს, ანტიკორუფციულ სააგენტოს, NABU–სა და SAP-ს. სწორედ ეს ორგანოები მეთვალყურეობენ ფინანსების გახარჯვას. ბოლო რეფორმების მიხედვით კი მსგავსი, დამატებითი ბიუროკრატიული უწყებები იქმნება გენერალური პროკურორის ოფისში. სწორედ გენერალური პროკურორია ანტიკორუფციული სააგენტოების მთავარი კონკურენტი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო დაემატა ამ სიას და მთავარი საგამოძიებო ბიურო, ასევე მოსამართლეთა განწესების უზენაესი საბჭო.

ყველაფერი ეს კი ემსახურება ერთ მიზანს - ხელები შეუბოჭოს უკრაინის პრეზიდენტს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკავშირის ლიდერების მიერ სასურველი პოლიტიკის გატარებას უკრაინაში. ეს პოლიტიკა კი წარიმართება ომის გაგრძელების ინტერესის კარნახით. საბოლოო ჯამში ეს ემსახურება დროის მოგებას, რათა ევროპამ გადაიარაღება მოასწროს“, - განაცხადა როდ-აილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 242 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

იმედი

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

იმედი