მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლ ფაშინიანს იმედი აქვს, რომ 2028 წელს „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტს აზერბაიჯანში დაესწრება
ნიკოლ ფაშინიანს იმედი აქვს, რომ 2028 წელს „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტს აზერბაიჯანში დაესწრება

ნიკოლ ფაშინიანს იმედი აქვს, რომ 2028 წელს „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტს აზერბაიჯანში დაესწრება

იმედი|imedinews.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს იმედი აქვს, რომ 2028 წელს „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტს აზერბაიჯანში დაესწრება.

აღნიშნულზე ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი წელს პირველად, მართალია, დისტანციურად, მაგრამ მონაწილეობს სომხეთში მიმდინარე ღონისძიებაში.

„თეთრ სახლში, ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერითა და მონაწილეობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და მე მივიღეთ მშვიდობის დეკლარაცია, რომელსაც მოწმის სახით ხელი მოაწერა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. სამი ლიდერის თანდასწრებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის შეთანხმებას. ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების გზაზე ვართ, რომელსაც ჰქვია ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

ეს პროექტი ხელს შეუწყობს მშვიდობას რეგიონული მარშრუტების გახსნით და შექმნის ახალ საერთაშორისო მარშრუტებს აღმოსავლეთიდან დასავლეთის და სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით რაც უდიდეს წვლილს შეიტანს საერთაშორისო მომარაგების ჯაჭვის სტაბილურობაში. ახლა ჩვენ გვაქვს მშვიდობა აზერბაიჯანთან, უკვე 2 წელია რაც აზერბაიჯანთან სროლის შედეგად არ გვქონია მსხვერპლი, ეს ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან უპრეცედენტო წლებია. აზერბაიჯანთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენი ორი ქვეყნის მშვიდობის განმტკიცების მიზნით. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთში მიმდინარე ღონისძიებას ესწრება - თუმცაღა ონლაინ ფორმატში. იმედი მაქვს, მომეცემა შესაძლებლობა , რომ 2028 წლის სამიტს აზერბაიჯანში დავესწრო. EPC სამიტზე ჩვენთვის ბევრი რა მოხდა და ხდება. თურქეთის პრეზიდენტთან ჩემი პირველი შეხვედრაც სწორედ EPC სამიტზე, პრაღაში შედგა, დღეს კი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი აქ იმყოფება, რომ ერევნის EPC სამიტს დაესწროს., იგი თურქეთის პირველი ვიცე-პრეზიდენტია , რომელიც სომხეთში ჩამოვიდა. ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ბრიტანეთის, ესპანეთის , იტალიის, ხორვატიის, ირლანდიის, ანდორას ფინეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგის, სლოვენიის, ნორვეგიის, კოსოვოს და ლიხტენშტაინის პრემიერ მინისტრები პირველად სტუმრობენ სომხეთს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ეს სამიტი სომხეთისთვის ისტორიულია, ისევე როგორც თავად ღონისძიებაა ისტორიული.

მადლობა რომ ხართ სომხეთისთვის ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიებების თანაავტორები. ეს სამიტი მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტშიც, განსაკუთრებით ახლა როცა მსოფლიო მზარდი და მრავალი გამოწვევის წინაშე დგას , უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე. გავბედავ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დისკუსიებისა და გადაწყვეტილების შედეგად, ეს სამიტი გახდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ჩვენს თავს ვუსურვებ წარმატებას და სიმტკიცეს, რომ მივაღწიოთ ამ მიზნებს. არაა აუცილებელი ეს მოხდეს ერევანში, თუმცა ვიმედოვნებ რომ ეს მოხდება უახლოეს მომავალში“ , - აღნიშნა ფაშინიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • ჩაანაცვლებს ბაქო მოსკოვს? – რას მოუტანს საქართველოს ევროპა-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობაBM.GE
  • აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენნეტგაზეთი
აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

იმედი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი