მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რუსთავში ძველი რუსთავის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება
ნინო ლაცაბიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რუსთავში ძველი რუსთავის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება

ნინო ლაცაბიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რუსთავში ძველი რუსთავის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება იწყება.

საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავის ისტორიულ უბნებში 100 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით განახორციელებს.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელთან ერთად, ძველ რუსთავში - ასლანიკაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის დეტალები გააცნეს.

„საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რუსთავში ძველი რუსთავის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება. ჩვენი ქალაქისთვის უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში, 100 საცხოვრებელი კორპუსის რესტავრაცია-რეაბილიტაციასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწვანე სივრცეც განახლდება, რომელიც 8 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. დღეს შეხვედრა გვქონდა მოსახლეობასთან და გავაცანით პროექტი, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტი ძველი რუსთავის 12 სხვადასხვა ქუჩას მოიცავს. უახლოეს პერიოდში, სამუშაოები მამუკა ასლანიკაშვილისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუჩებზე, 2 საცხოვრებელ კორპუსში დაიწყება.

„ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც ქალაქის განვითარებას ემსახურება, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე ხდება. დღევანდელი შეხვედრაც ამ მიზანს ემსახურება. ჭავჭავაძისა და ასლანიკაშვილის ქუჩის მოსახლეობას შევხვდით და გავაცანით პროექტი, რომელიც ძველ რუსთავში ასი საცხოვრებელი კორპუსის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით სამუშაოები ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ყველა პროექტი, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნას და ქალაქის იერსახის განახლებას ემსახურება“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

რუსთავისთვის უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ასლანიკაშვილისა და ბათუმის ქუჩებზე არსებული რეკრეაციული სივრცის სრული რეაბილიტაციაც არის დაგეგმილი. აღნიშნული ტერიტორია 8 ჰექტარ ფართობს მოიცავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →მინისტრი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი