მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი: საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლია - საქართველო, რომელიც მუდმივი ეკონომიკური ზრდის პროცესშია, ქმნის იმ გარდაუვალ ფაქტორს, რომელსაც ვერცერთი ევროპული ქვეყანა და ვერც მისი ლიდერი ვერ დააიგნორებს
ნინო წილოსანი: საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლია - საქართველო, რომელიც მუდმივი ეკონომიკური ზრდის პროცესშია, ქმნის იმ გარდაუვალ ფაქტორს, რომელსაც ვერცერთი ევროპული ქვეყანა და ვერც მისი ლიდერი ვერ დააიგნორებს

ნინო წილოსანი: საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლია - საქართველო, რომელიც მუდმივი ეკონომიკური ზრდის პროცესშია, ქმნის იმ გარდაუვალ ფაქტორს, რომელსაც ვერცერთი ევროპული ქვეყანა და ვერც მისი ლიდერი ვერ დააიგნორებს

იმედი|imedinews.ge

რა არის ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური ინტერესი და როგორია მათი პოლიტიკური ქცევის მოდელი - ამ საკითხებზე ისაუბრა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა. როგორც მან აღნიშნა, ამ ორ ფაქტორს შორის აღრევას საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ომის დაწყებიდან ხედავს.

„ეკონომიკური დაღმასვლა და ის ურთულესი კრიზისი, რომელშიც ევროკავშირი და თითოეული წევრი სახელმწიფოა, ირანში მიმდინარე ომის დროს არ დაწყებულა. ეს დაიწყო უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, როდესაც ის აგორებული ტალღა რუსეთის დასანქცირებასთან დაკავშირებით და მთლიანად ის პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ლიდერებსა და ბიუროკრატებს შეამუშავებინეს, პირდაპირ იყო მიმართული, რომ ევროპა მოეგლიჯათ რუსეთის გაზიდან, რუსეთის რესურსებიდან და ამით მნიშვნელოვნად დაეკარგა ევროკავშირს ის კონკურენტული უპირატესობა, რომელიც მსოფლიოში ჰქონდა. ამან თავის შედეგები გამოიღო. თუ გადავხედავთ ბოლო სამი წლის მონაცემებს ვნახავთ, რომ ნულთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა აქვთ. განსაკუთრებული პრობლემები აქვს გერმანიას, ბალტიისპირეთის ქვეყნებს.

ამის ფონზე, როდესაც იმ ადამიანების წინაშე, ვინც იმ ქვეყნის ხალხმა აირჩია თავისი ინტერესების დასაცავად, ვხედავთ, რომ არა საკუთარი ქვეყნის ხალხის ინტერესს იცავენ, არამედ რაღაც ჩრდილოვან ბრძანებებს ასრულებენ. ეკონომიკური და ხალხის ინტერესი აცდენილია იმ მოქმედებებს, რომელიც ევრობიუროკრატებს აქვთ. აქ აქტიურად შემოდის საჭადრაკო ველზე საქართველო, რომელიც თავადაც იციან, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ევროპასა და აზიას დამაკავშირებელი რგოლია. ეს არის გამართული ქვეყანა თავისი ლოჯისტიკური ცენტრებით, თავისი სატრანსპორტო კომპონენტებით“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო, როგორც ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მუდმივი ეკონომიკური ზრდის პროცესშია ქმნის იმ გარდაუვალ ფაქტორს, რომელსაც ვერცერთი ევროპული ქვეყანა და ვერც მისი ლიდერი ვერ დააიგნორებს.

საქართველოს როლს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში ახალი გეოპოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო ნათელს ხდის - ამის შესახებ სხვადასხვა გამოცემებში აქტიურად იწერება. ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე პროცესების გამო, იტალიის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, აქტიურად დაიწყო საუბარი ევროპულ ქვეყნებში გაზის აზერბაიჯანიდან იმპორტზე, ამ მარშრუტში კი გადამწყვეტ როლს, საქართველო თამაშობს. ანალიტიკოსი ჯეკ პრანდელი სატრანზიტო რუკას აქვეყნებს, სადაც აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით გაზის მიწოდება, სწორედ საქართველოს გავლით ხდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლიდერი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • ივანიშვილმა მდინარაძე თანამდებობაზე ერთი კვირაც ვერ აიტანა - "ოცნების" ყოფილი ლიდერი პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობსტვ პირველი
  • როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონშიBM.GE
  • „გამოირჩეოდნენ ხალხისადმი მიმართვით“ — 8 ოპოზიციონერი ლიდერის დევნის საქმე დაჩქარებულად გრძელდებანეტგაზეთი
  • ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის სამგლოვიარო ცერემონია დასრულდა - აიათოლა ალი ხამენეი იმამ რეზას მავზოლეუმში დაკრძალესრუსთავი 2
ლიდერი →ევროპის →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი