მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, აზოვის ზღვაში ორ გემს დრონებით თავს დაესხნენ, რის შედეგადაც აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა
ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, აზოვის ზღვაში ორ გემს დრონებით თავს დაესხნენ, რის შედეგადაც აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, აზოვის ზღვაში ორ გემს დრონებით თავს დაესხნენ, რის შედეგადაც აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა

იმედი|imedinews.ge

გვიან ღამით აზოვის ზღვაში ორ სატვირთო ტანკერს Natra-ს და Zircon-ს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ, რის შედეგადაც აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს ღამით დრონებით განხორციელდა თავდასხმა ორ უცხოურ სატვირთო გემზე, რომელთა ბორტზე საერთო ჯამში აზერბაიჯანის 25 მოქალაქე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გემები აზერბაიჯანის სახელმწიფოს საკუთრებას არ წარმოადგენს. რუსული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად ჩვენი ხუთი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაშავებულები რუსეთის ქალაქ იეისკის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებენ. ამჟამად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კოორდინირებულ მუშაობას აწარმოებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და დაინტერესებული ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან. რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი უკვე გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე, დასძინეს საგარეო უწყებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • ჩაანაცვლებს ბაქო მოსკოვს? – რას მოუტანს საქართველოს ევროპა-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობაBM.GE
  • აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენნეტგაზეთი
აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ