მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ოპოზიციის ლიდერებმა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს
ოპოზიციის ლიდერებმა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს

ოპოზიციის ლიდერებმა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს

იმედი|imedinews.ge

სომხეთის ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმები დააფიქსირეს. საარჩევნო უბნების დატოვების შემდეგ ისინი ჟურნალისტებს გაესაუბრნენ.

„დღეს სიტყვას ამბობს ხალხი. რასაც ხალხი გადაწყვეტს, ისე იქნება. გამიხარდება, თუ ქვეყანაში რყევა და არეულობა არ მოხდება, რადგან ყოველი ასეთი რყევა ჩვენი ქვეყნის განვითარებას უკან სწევს. საუბარიც კი არ მინდა იმ სცენარზე, რაც შეიძლება განვითარდეს ფაშინიანის გამარჯვების შემთხვევაში. ახლაც გრძელდება ჩვენი მომხრეების დაკავება. ბევრი დააკავეს დღესაც. არა უშავს, საშიში არაფერია.

ევროკავშირს შეუძლია [სომხური] პროდუქციის ნაწილის მიღება, მაგალითად გარგარს მიიღებენ. მინდა ვუსურვო, რომ მდიდრები იყვნენ“, - განაცხადა „ძლიერი სომხეთის ლიდერმა სამველ კარაპეტიანმა.

პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა, გაგიკ ცარუკიანმა კი ყურადღება პარტიის წევრების დაკავებაზე გაამახვილა.

„დღეს ჩვენი 50 მომხრე დააკავეს, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ. ხალხი დაიღალა, მათ ცვლილება უნდათ, ჩვენ კი იმისთვის მოვდივართ, რომ მათი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს. სახელმწიფო რთულ მდგომარეობაშია. ხალხმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. შეუძლიათ ევროპა აირჩიონ, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ, რომ გაზი სამჯერ გაძვირდება, ვაჭრობა და ტვირთბრუნვა ევროპული სტანდარტების ქვეშ მოექცევა“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლიდერი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • ივანიშვილმა მდინარაძე თანამდებობაზე ერთი კვირაც ვერ აიტანა - "ოცნების" ყოფილი ლიდერი პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობსტვ პირველი
  • როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონშიBM.GE
  • „გამოირჩეოდნენ ხალხისადმი მიმართვით“ — 8 ოპოზიციონერი ლიდერის დევნის საქმე დაჩქარებულად გრძელდებანეტგაზეთი
  • ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის სამგლოვიარო ცერემონია დასრულდა - აიათოლა ალი ხამენეი იმამ რეზას მავზოლეუმში დაკრძალესრუსთავი 2
ლიდერი →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ