მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაპუაშვილი: ევრობიუროკრატებს ჰგონიათ, რომ საქართველოს შეიძლება გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რა გაზს მიიღებდნენ ევროკავშირში, ამაზე უნდა დაფიქრდნენ
პაპუაშვილი: ევრობიუროკრატებს ჰგონიათ, რომ საქართველოს შეიძლება გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რა გაზს მიიღებდნენ ევროკავშირში, ამაზე უნდა დაფიქრდნენ

იმედი|imedinews.ge

ზოგიერთ ევრობიუროკრატს ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რა გაზს მიიღებდნენ ევროკავშირში, ამაზე უნდა დაფიქრდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აზერბაიჯანის პრეზიდენტის და იტალიის პრემიერის შეხვედრასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ზოგიერთი ევრობიუროკრატი ცდილობს გეოგრაფიას აუაროს გვერდი, რაც შეუძლებელია.

„აბრეშუმის გზამ ტყუილად კი არ გაიარა აქ. იმიტომ გაიარა, რომ მაშინაც, ისე, როგორც ახლა, ეს იყო ყველაზე მოკლე, ყველაზე უსაფრთხო დამაკავშირებელი გზა ევროპასა და აზიას შორის. ეს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი არის, რომ გეოგრაფიაში ვერ ერკვევა. ამასწინ ერთ სიუჟეტში ვნახეთ, რომ მათ შორის ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანი ვერ მოძებნა რუკაზე. ასე ვერ მოძებნიან ხოლმე, სად არის საქართველო და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. მაგრამ გეოგრაფიასთან ჭიდილი ჯერ არავის მოუგია. ასე რომ ის ბიუროკრატები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს გვერდის ავლით და საქართველოს ვერ დანახვით რაიმეს შეძლებენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დამარცხდებიან გეოგრაფიასთან.

ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რისკენაც ისინი გვიბიძგებდნენ სანქციების დაწესებით, ჰაერის ჩაკეტვით და ა.შ. რა გაზს მიიღებდნენ და რა ტრანსპორტირებას შეძლებდნენ ევროკავშირში ამაზე უნდა დაფიქრდნენ. მთელი პრობლემა ბრიუსელის ბიუროკრატიის არის ის, რომ ისინი არავისგან არჩეული ხალხია, რომლებიც არ მოქმედებენ ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებითაც კი. საქართველომ არა მხოლოდ საქართველო გადაარჩინა იმით, რომ არ ავყევით ბრიუსელის მოწოდებებს, არამედ გადავარჩინეთ ევროკავშირიც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს როლს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში ახალი გეოპოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო ნათელს ხდის - ამის შესახებ სხვადასხვა გამოცემებში აქტიურად იწერება. ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე პროცესების გამო, იტალიის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, აქტიურად დაიწყო საუბარი ევროპულ ქვეყნებში გაზის აზერბაიჯანიდან იმპორტზე, ამ მარშრუტში კი გადამწყვეტ როლს, საქართველო თამაშობს. ანალიტიკოსი ჯეკ პრანდელი სატრანზიტო რუკას აქვეყნებს, სადაც აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით გაზის მიწოდება, სწორედ საქართველოს გავლით ხდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 239 სტატია.

  • რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?BM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →ევროკავშირის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ