მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ დიალოგში ძვრები არ არის
პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ დიალოგში ძვრები არ არის

პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ დიალოგში ძვრები არ არის

იმედი|imedinews.ge

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ფილიპინებზე რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ დიალოგში ახალი ძვრები არ არის.

„ამ სიტუაციაში ზედმეტ ოპტიმიზმს არ მივეცემოდი. კონტაქტები ნამდვილად ხორციელდება - ეს ყოველთვის პოზიტიურია. მაგრამ ახლა რაიმე ახალ დინამიკაზე ან ახალ დაჩქარებაზე საუბარი არ არის საჭირო“, - აღნიშნა მან.

რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის კომენტირებისას, პესკოვმა განაცხადა, რომ ამერიკულ მხარესთან დიალოგი „არსებული სამუშაო არხებით“ გრძელდება და იმედი გამოთქვა, რომ კომუნიკაცია მოსკოვში გაგრძელდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) მინისტერიალის ფარგლებში შეხვდნენ. შეხვედრა ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ რუბიომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლავროვთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • უკრაინამ დრონებით რიაზანის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ვიტკოფი და კუშნერი რუსეთ–უკრაინის ომის დასასრულებლად გაემგზავრებიან - ტრამპიBM.GE
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →ომის →

მსგავსი სტატიები

მონტენეგროში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მონტენეგროში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იმედი

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის

იმედი

ლევან მახაშვილი: რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ხელს უშლის პროცესს - ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და დასუსტებული ქვეყანა ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს

ლევან მახაშვილი: ევრობიუროკრატები როგორ სცემენ ხალხს პატივს, ეს კარგად ვნახეთ უპირველესად საქართველოს მაგალითზე. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ არ სცეს პატივი საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ ისლანდიის არჩევანი იყო „გასაგები“, ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდა გასაგები