მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის
პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

იმედი|imedinews.ge

უკრაინა ამჟამად ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის და გაწევრების პროცესი, საერთო წესების მკაცრი დაცვით, დაჩქარებული პროცედურების გარეშე უნდა წარიმართოს, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა.

კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას, უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მხარეებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას უნგრელი უმცირესობის ენობრივი, საგანმანათლებლო და კულტურული უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ბუდაპეშტი უკრაინაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მხოლოდ იმ საბაზისო უფლებების უზრუნველყოფას ითხოვდა, რაც მათ მშობლიურ ენაზე საუბრის შესაძლებლობას მისცემდა. უკრაინა ამ მოთხოვნას დათანხმდა და შესაბამისი შეთანხმებაც მიიღო, რომელშიც კონკრეტული ვადებია განსაზღვრული, თუმცა, მადიარის განცხადებით, ამ დრომდე პრაქტიკული შედეგი არ დამდგარა.

„ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვდით, რაც თითოეულ ადამიანს ეკუთვნის - შესაძლებლობას, გამოიყენოს საკუთარი ენა. უკრაინა ამას დათანხმდა და მიიღო შეთანხმება, რომელშიც კონკრეტული ვადებია განსაზღვრული. თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, რომ რაიმე ხდება“ - განაცხადა მადიარმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბუდაპეშტის პოზიცია უცვლელია: ევროკავშირში გაწევრების პროცესი მხოლოდ ქვეყნის რეალური მიღწევებისა და შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე უნდა შეფასდეს. გამონაკლისი ან დაჩქარებული პროცედურები დაუშვებელია.

მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერები ცდებიან, როდესაც უკრაინას გაწევრების დაჩქარებულ პროცესს ჰპირდებიან.

„უკრაინა, ქვეყანა, რომელიც ომში იმყოფება, აშკარად არ არის მზად ევროკავშირში გაწევრებისთვის, იმის მიუხედავად, თუ რას შეიძლება დაჰპირდნენ მას ევროკავშირის ან წევრი ქვეყნების ლიდერები“, - აღნიშნა მან.

მადიარმა მაგალითად სერბეთი მოიყვანა. მისი თქმით, ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრების პროცესი 15 წლის წინ დაიწყო, თუმცა მოლაპარაკებების ექვსი მიმართულებიდან, მხოლოდ ორი გახსნა.

მადიარის შეფასებით, ილუზორული დაპირებების გაცემა და ცალკეული ქვეყნების პოლიტიკური მიზეზებით გამორჩევა, „ორმაგი თამაშია“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 267 სტატია.

  • გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 250 მილიონ ევროს შეიტანსფორმულა
  • უკრაინამ IMF-ის მოთხოვნილ კანონპროექტზე უარი თქვა - €4-მილიარდიანი დაფინანსების ბედი უცნობიაBM.GE
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

იმედი

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

იმედი

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის  მზად არ არის

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

იმედი

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

იმედი