მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

იმედი|imedinews.ge

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მიმდინარე წლის 24 ივლისს სგპ ,,სარფის" კონტროლის ზონაში, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ამავე ქვეყნის მოქალაქე. მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირებისას წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ ტრანზიტულად თურქეთიდან რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით ხდებოდა ევროპული წარმოშობის საქონლის გადაზიდვა

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციის აღსრულების ფარგლებში, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გაბრუნებულ იქნა უკან თურქეთის რესპუბლიკაში. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის შემდეგ იგივე სატრანსპორტო საშუალება კვლავ შემოვიდა საბაჟო გამშვები პუნქტი - „სარფის“ კონტროლის ზონაში და მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირების მიზნით, წარმოდგენილ წარმოშობის სერტიფიკატში, ამჯერად საქონლის წარმოშობის ქვეყნად მითითებული იყო თურქეთი.

ეჭვის საფუძველზე მებაჟე-ოფიცრების მიერ, განხორციელდა ტვირთის ნაწილობრივი ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგად დადგინდა, რომ ტვირთზე დატანილ ქარხნულ ეტიკეტებზე წარმოშობის ქვეყნებად მითითებული იყო გერმანია და ხორვატია. ვინაიდან გამოიკვეთა დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაზიდვის მცდელობა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 116 სტატია.

  • რას სთავაზობს განათლების სამინისტრო თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს? - შეხვედრის დეტალებიBM.GE
  • კალაძე 21-ე სკოლაზე: სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, კითხვები არ უნდა არსებობდესფორმულა
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ვინაობა ცნობილიატვ პირველი
სამინისტროს →სამსახურის →

მსგავსი სტატიები

დღეს ღვთისმშობლობაა

დღეს ღვთისმშობლობაა

იმედი

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება

ბიძინა გიორგობიანი: ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ