
POLITICO ასახელებს ხუთ მიზეზს, რის გამოც ნატო რუსეთთან საომრად მზად არ არის
გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ნატო რუსეთთან საომრად მზად არ არის და საამისოდ ხუთი მიზეზი არსებობს.
როგორც გამოცემა იუწყება, ირანის კონფლიქტმა ნატოს სუსტი წერტილები გააშიშვლა, შესაბამისად, რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში ალიანსს ომი გაუჭირდება.
ერთ-ერთ მიზეზად POLITICO საბრძოლო მასალის არასაკმარის რაოდენობას ასახელებს.
„აშშ-მა Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რაკეტების მარაგის თითქმის ნახევარი ამოწურა. ხოლო საფრანგეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ Aster-ისა და Mica-ს ტიპის რაკეტები საკმარისია მხოლოდ ორკვირიანი ბრძოლების წარმოებისთვის“, - წერს გამოცემა.
კიდევ ერთ მიზეზად ავიაციის ნაკლებობა სახელდება.
„ალიანსის ორი დიპლომატის განცხადებით, ირანში ომმა უკვე წარმოშვა ნატოში დისკუსიები ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების მიყენების შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით. მიმდინარე წელს მომდევნო ოთხწლიანი ციკლის დაგეგმვის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება“, - აღნიშნავს POLITICO.
მესამე მიზეზად, რის გამოც ნატო რუსეთთან საომრად მზად არ არის, სამხედრო-საზღვაო ძალების არასაკმარისი პოტენციალი სახელდება.
„ამის ნათელი მაგალითია დიდი ბრიტანეთი. ავიამზიდი HMS Dragon-ი, რომელიც სამი კვირის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში გადასვლას ცდილობდა, მწყობრიდან გამოვიდა და ტექნიკური პრობლემების გამო უკან, პორტში დაბრუნდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, გენერალმა გვინ ჯენკისმა გასულ თვეს აღიარა, რომ სამეფო ფლოტი ომისთვის მზად არ არის“, - წერს გამოცემა.
მეოთხე მიზეზად ალიანსის წევრებს შორის არსებული უთანხმოება სახელდება.
„ომმა ნატოს წევრებს შორის არსებული უფსკრული გააღრმავა - ევროპამ უგულებელყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნა სამხედრო მხარდაჭერის თაობაზე, რამაც ვაშინგტონს საპასუხო ზომების შემუშავება აიძულა“, - აღნიშნავს POLITICO.
