მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს
POLITICO: ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს

POLITICO: ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს

იმედი|imedinews.ge

ბულგარეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აღარ გააგრძელებს. ინფორმაციას POLITICO ბულგარეთის თავდაცვის მინისტრ დიმიტარ სტოიანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ უკვე ნათლად განვაცხადეთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ბრძოლის ველზე ვერ გადაწყდება. დღეს ვხედავთ გამოფიტვის ომს, სადაც იარაღის რაოდენობის ზრდას მხოლოდ ადამიანური მსხვერპლის მატება მოაქვს. დროა, მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ“, - განაცხადა სტოიანოვმა.

გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამყარებს ბულგარეთის ახალი მთავრობის პოზიციას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის სათავეში რუმენ რადევი აპრილში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებით მოვიდა.

რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბულგარეთმა კიევს სამხედრო დახმარების 13 პაკეტი გადასცა, თუმცა რადევი არაერთხელ გამოხატავდა სკეპტიციზმს უკრაინის სამხედრო წარმატების მიმართ და უკრაინის საქმეს „განწირულად“ მოიხსენიებდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →სამხედრო →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ