მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ევროკავშირი განიხილავს ახალი ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად
POLITICO: ევროკავშირი განიხილავს ახალი ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად

POLITICO: ევროკავშირი განიხილავს ახალი ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის თავდაცვის ხელმძღვანელი, ანდრიუს კუბილიუსი განიხილავს ახალ ინიციატივას, რომელიც ქვეყნების მიერ ისეთი სამხედრო შესაძლებლობების ერთობლივ დაფინანსებას ითვალისწინებს, როგორიცაა ჰაერში საწვავით გამართვა, რასაც ამჟამად აშშ უზრუნველყოფს - განუცხადა ევროპარლამენტის სამმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა POLITICO-ს.

ამ სქემის მიხედვით, დაინტერესებულ მთავრობებს შეეძლებათ ნებაყოფლობით გამოყონ ნატოს წევრი ქვეყნების მიერ გასულ წელს დამტკიცებული გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტების ნაწილი იმ საბრძოლო აღჭურვილობის ერთობლივი განვითარებისთვის, რომელიც ხელს უწყობს სამხედრო ოპერაციების შენარჩუნებას.

წყაროების თქმით, ევროკავშირს შეუძლია დაეხმაროს დაინტერესებულ ქვეყნებს შესყიდვების პროცესში.

დღეისათვის, აშშ უზრუნველყოფს ნატოს ე.წ. „სტრატეგიული ხელშემწყობი საშუალებების“ უდიდეს ნაწილს, რაც ასევე მოიცავს სამხედრო სარდლობისა და კონტროლის სისტემებს, კოსმოსურ დაზვერვას, თანამგზავრულ დაზვერვასა და საბრძოლო ლოგისტიკის პლატფორმებს.

კუბილიუსმა სამშაბათს შესთავაზა წევრ ქვეყნებს შეთანხმდნენ იმაზე, რომ „საკუთარი ეროვნული თავდაცვის სახსრების გარკვეულ ნაწილს დახარჯავენ“ აშშ-ის ხელშემწყობი საშუალებების ჩასანაცვლებლად. მისი შეფასებით, ამის სრული ღირებულება დაახლოებით 500 მილიარდ ევროს შეადგენს.

„სრულიად ნათელია, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ [ამის] დაფინანსებას ევროკავშირის მომდევნო [გრძელვადიანი ბიუჯეტიდან]“, - განაცხადა მან.

გასულ თვეში ვაშინგტონმა ნატოელ მოკავშირეებს წარუდგინა იმ სამხედრო აქტივების დეტალური სია, რომელთა ალიანსისთვის მიწოდებაც მას აღარ სურს. სიაში შედიოდა შორ მანძილზე მოქმედი სადაზვერვო დრონები და KC-135 ტიპის საჰაერო ტანკერები. ამან კიდევ უფრო გაზარდა არსებული შეშფოთება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში ნატოს მიმართ აშშ-ის ერთგულებასთან დაკავშირებით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →სამხედრო →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი