მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ევროპამ არ იცის, რა რაოდენობის საწვავი აქვს
POLITICO: ევროპამ არ იცის, რა რაოდენობის საწვავი აქვს

POLITICO: ევროპამ არ იცის, რა რაოდენობის საწვავი აქვს

იმედი|imedinews.ge

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, იმ დროს, როცა ავიაკომპანიები ფრენებს აჩერებენ, ხოლო ჩინოვნიკები მოქალაქეებს სამსახურში ავტომობილებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას სთხოვენ, ევროპის ძალისხმევა ირანთან ომით გამოწვეული დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მოულოდნელ პრობლემას აწყდება: არავინ იცის, თუ რა რაოდენობის საწვავია დარჩენილი კონტინენტზე.

როგორც გამოცემა წერს, გაურკვევლობა შეიქმნა იმ ფონზე, როცა ირანთან ომი ევროპის დანახარჯებს საწვავზე ზრდის. იზრდება ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის საფრთხეც. სრუტე ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების საკვანძო მარშრუტია.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ გაზრდილი ფასების გამო ევროპას კონფლიქტი დღეში დამატებით 500 მილიონი ევრო უჯდება, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ ირანის ხანგრძლივი ბლოკადისთვის მოემზადონ, რაც მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებს კიდევ უფრო დააზიანებს.

„ევროპაში გარკვეული ხედვა და ვალდებულებები მაისსა და ივნისამდე გვაქვს ჩამოყალიბებული... რა მოხდება შემდეგ, რთულია ვიწინასწარმეტყველოთ“, - განაცხადა კომპანია DHL Group-ის გენერალურმა დირექტორმა, ტობიას მაიერმა. „სტრატეგიული რეზერვები არსებობს, მაგრამ გაურკვეველია, რამდენია უკვე დახარჯული“.

მიუხედავად ამისა, როგორც POLITICO აღნიშნავს, ევროკავშირის ხელმძღვანელობა მთლად გაურკვევლობაში არ არის. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო მარაგების შესახებ ინფორმაციას, როგორც წესი, გამჭვირვალე და აქტუალურია. ეროვნული ჩინოვნიკები რეგულარულად მართავენ თათბირებს, უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას.

ამავდროულად, ევროპელ ჩინოვნიკებს მწირი ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, თუ როდის გამოელევათ მარაგები. ამის გამო, მათ არ იციან, როგორ გამოავლინონ დეფიციტი და როდის მიმართონ საგანგებო ზომებს, წერს POLITICO.

გასულ თვეს მაღალი დონის სამიტი გაიმართა, რომელზეც ბელგიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის მინისტრებმა მწირი ინფორმაციის არსებობაზე ყურადღება გაამახვილეს და ევროკავშირს ოპერატიული მონიტორინგის დაწესება სთხოვეს. საბერძნეთის წარმომადგენელმა ევროკომისიას WhatsApp-ში ან Signal-ში სპეციალური ჩატის შექმნის იდეით მიმართა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ