მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ევროპაში აშშ-ის ჯარების შემცირებამ კონტინენტი შოკში ჩააგდო, თუმცა რუტემ „მხრები აიჩეჩა“
POLITICO: ევროპაში აშშ-ის ჯარების შემცირებამ კონტინენტი შოკში ჩააგდო, თუმცა რუტემ „მხრები აიჩეჩა“

POLITICO: ევროპაში აშშ-ის ჯარების შემცირებამ კონტინენტი შოკში ჩააგდო, თუმცა რუტემ „მხრები აიჩეჩა“

იმედი|imedinews.ge

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ევროპიდან სამხედროების გაყვანის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოულოდნელი გადაწყვეტილების მნიშვნელობა დააკნინა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი შემცირება „სტრუქტურირებულად“ მოხდება. სტატიას ამ შინაარსით POLITICO აქვეყნებს.

„ვიცით, რომ კორექტირება იქნება, აშშ-მა ორიენტაცია უნდა შეცვალოს, მაგალითად აზიაზე, მაგრამ ეს გარკვეული დროის განმავლობაში, სტრუქტურირებულად მოხდება“, - განუცხადა რუტემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ევროპის საქმეებში აშშ-ის ჩართულობა მაინც იქნება უზრუნველყოფილი.

გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ვაშინგტონი ევროპიდან მინიმუმ 5 ათას ჯარისკაცს გაიყვანს, პოლონეთში როტაციული ქვედანაყოფის ჩათვლით. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელმაც ნატოს მოკავშირეები გააოგნა და ისედაც დასუსტებულ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს ახალი დარტყმა მიაყენა.

როგორც POLITICO იუწყება, ჯარების დისლოკაციის ადგილის შეცვლა ირანში ომის გამო ტრამპსა და გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შედეგია.

ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ევროპაში ამერიკის ერთ-ერთ სანდო პარტნიორად მიიჩნევა, მიმდინარე კვირას ვაშინგტონში სასწრაფოდ გააგზავნა ოფიციალური პირები, რათა მეტი სიცხადე შემოეტანა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ