მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: კორუფციული სკანდალი საფრთხეს უქმნის ზელენსკის ძალისხმევას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
POLITICO: კორუფციული სკანდალი საფრთხეს უქმნის ზელენსკის ძალისხმევას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

POLITICO: კორუფციული სკანდალი საფრთხეს უქმნის ზელენსკის ძალისხმევას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

იმედი|imedinews.ge

ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების ლობირებას ცდილობს, კიევში გამწვავებული კორუფციული სკანდალი ძირს უთხრის მის არგუმენტს იმის შესახებ, რომ ქვეყანა მზად არის გაერთიანებაში გასაწევრიანებლად, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „კორუფციული სკანდალი საფრთხეს უქმნის ზელენსკის ძალისხმევას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“.

ორშაბათს, პროკურატურამ ანდრიი იერმაკს, რომელიც ოდესღაც ზელენსკის ერთ-ერთი უახლოესი ნდობით აღჭურვილი პირი იყო, ბრალი კორუფციასა და ფულის გათეთრებაში წაუყენა.

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განცხადებაში ერმაკი, რომელიც ზელენსკიმ ნოემბერში გადააყენა, დაახასიათეს როგორც „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, რომელიც ჩართული იყო კიევის მახლობლად ელიტარულ მშენებლობაზე [8.9 მილიონი ევროს] გათეთრებაში“.

ეს ნაბიჯი მოჰყვა სატელეფონო საუბრების გაშიფრული ჩანაწერების გაჟონვას, რაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად ადასტურებს ზელენსკის მრჩევლებისა და ახლო გარემოცვის მონაწილეობას კორუფციულ სქემებსა და გავლენით ვაჭრობაში. ეს თაღლითური სქემები ძირითადად დაკავშირებულია ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორებთან, ასევე ერთ-ერთ ახლახან ნაციონალიზებულ ბანკთან.

„მე ამას ველოდი“, - განუცხადა POLITICO-ს ოლექსი გონჩარენკომ, ოპოზიციის იმ ორი დეპუტატიდან ერთ-ერთმა, რომლებმაც ჩანაწერები მოიპოვეს და გამოაქვეყნეს.

„ვფიქრობ, ანტიკორუფციულმა უწყებებმა გადაწყვიტეს, რომ ჩანაწერების გამოქვეყნების გამო მოქმედებაზე უნდა გადასულიყვნენ“, - დასძინა გონჩარენკომ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ დაარსებული პროევროპული ლიბერალ-კონსერვატიული პარტიის, „ევროპული სოლიდარობის“ წევრია.

„ეს სკანდალი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მომტანია. სამწუხაროდ, ამგვარი კორუფციული სკანდალები ომის დროს ქვეყანას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ისინი ძირს უთხრიან თავდაცვისუნარიანობას, ზიანს აყენებენ საერთაშორისო რეპუტაციას და, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობენ ევროინტეგრაციას“, - განუცხადა პოროშენკომ POLITICO-ს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ