მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: მარკ რუტემ მოკავშირეებს სთხოვა, მშპ-ის 0.25% უკრაინას გამოუყონ
POLITICO: მარკ რუტემ მოკავშირეებს სთხოვა, მშპ-ის 0.25% უკრაინას გამოუყონ

POLITICO: მარკ რუტემ მოკავშირეებს სთხოვა, მშპ-ის 0.25% უკრაინას გამოუყონ

იმედი|imedinews.ge

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მოკავშირეებს სთხოვა, მშპ-ის 0.25% უკრაინას გამოუყონ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

თუმცა ეს ინიციატივა, რომელმაც შესაძლოა ათობით მილიარდი დოლარის დამატებითი დახმარება გამოათავისუფლოს, ნატოს ზოგიერთი წევრის მხრიდან უკვე აწყდება წინააღმდეგობას.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ეს წინადადება გასული თვის ბოლოს, ნატოს ელჩების დახურულ შეხვედრაზე წამოაყენა - ამის შესახებ ალიანსის ორმა დიპლომატმა და საკითხში ჩახედულმა პირმა განაცხადეს.

„რუტესა და ბევრ ჩვენგანს სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინის მხარდაჭერა იქნება თანმიმდევრული და პროგნოზირებადი“, - განაცხადა ნატოს ერთ-ერთმა დიპლომატმა.

თუ მოკავშირეები ამ იდეას დაამტკიცებენ, უკრაინისთვის ყოველწლიური დახმარების ნაკადი, ფაქტობრივად, გასამმაგდება და 143 მილიარდ დოლარს მიაღწევს - ნატოს მიერ ალიანსის წევრების ჯამური მშპ-ის შეფასებაზე დაყრდნობით.

გასულ წელს უკრაინამ მოკავშირეებისგან 45 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება მიიღო უსაფრთხოების სფეროში, რაც მოიცავდა ყველაფერს - სამხედრო შეიარაღების შესყიდვიდან დაწყებული, უკრაინული თავდაცვის კომპანიებში ინვესტირებითა და ნატოს ეგიდით კიევისთვის ამერიკული იარაღის შეძენით დასრულებული.

დიპლომატების თქმით, რუტეს წინადადება ნაწილობრივ განპირობებული იყო ზოგიერთ დედაქალაქში არსებული უკმაყოფილებით იმის გამო, რომ ისინი კიევის დასახმარებლად სხვებზე გაცილებით მეტს აკეთებენ.

რუტეს სურს, უკრაინისთვის მხარდაჭერა უზრუნველყოს და ამავდროულად ალიანსის შიგნით განხეთქილება მინიმუმამდე დაიყვანოს. უკრაინის დახმარების საკითხი მას შემდეგ გახდა ქაოტური, რაც დონალდ ტრამპმა თითქმის ყველა ახალი სამხედრო მხარდაჭერა შეაჩერა, რის გამოც კიევის დახმარების მთელი ტვირთი ევროპულ ქვეყნებსა და სხვა მოკავშირეებს დააწვა მხრებზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ