მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: პეტერ მადიარმა ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გარღვევად შეაფასა, თუმცა უნგრეთი ჯერ კიდევ შორს არის იმ მილიარდობით ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების მიღებისგან, რომელსაც ითხოვს
POLITICO: პეტერ მადიარმა ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გარღვევად შეაფასა, თუმცა უნგრეთი ჯერ კიდევ შორს არის იმ მილიარდობით ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების მიღებისგან, რომელსაც ითხოვს

POLITICO: პეტერ მადიარმა ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გარღვევად შეაფასა, თუმცა უნგრეთი ჯერ კიდევ შორს არის იმ მილიარდობით ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების მიღებისგან, რომელსაც ითხოვს

იმედი|imedinews.ge

პეტერ მადიარმა ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გარღვევად შეაფასა, თუმცა უნგრეთი ჯერ კიდევ შორს არის იმ მილიარდობით ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების მიღებისგან, რომელსაც ითხოვს, - წერს გამოცემა POLITICO.

„დღევანდელი შეხვედრის საფუძველზე, 16.4 მილიარდი ევრო განიბლოკა“, - განუცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს პარასკევის შეხვედრის შემდეგ და შედეგს იმაზე უკეთესი უწოდა, ვიდრე მოელოდა.

თუმცა, ევროკომისიის წარმომადგენლებმა უფრო ფრთხილი შეფასება გააკეთეს და პარასკევის შეთანხმებას უწოდეს პოლიტიკური შეთანხმება ზოგად მიმართულებაზე და არა ფულადი სახსრების გაცემის გადაწყვეტილება, რომლებიც მანამდე ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევის გამო იყო დაბლოკილი ყოფილი ლიდერის, ვიქტორ ორბანის მმართველობის წლებში.

„ჩვენ არ შევთანხმებულვართ თანხების გაცემაზე“, - განაცხადა ევროკომისიის მაღალჩინოსანმა. - „ჩვენ შევთანხმდით ვალდებულებების ნუსხაზე, რომელთა შესრულებაც 31 აგვისტომდე, საფუძველი გახდება ამ სახსრების გადახდისთვის“.

„ბოლო დღეებში მომლაპარაკებლებმა იმუშავეს კონკრეტულ რეფორმებსა და ინვესტიციებზე და, რაც მთავარია, შეაფასეს, რამდენად რეალისტური იყო მათი დასრულება 31 აგვისტომდე - ევროკავშირის მიერ დადგენილ ბოლო ვადამდე, როდესაც ქვეყანამ თანხის მისაღებად ოფიციალური განაცხადი უნდა წარადგინოს“, - განაცხადა ევროკომისიის მეორე წარმომადგენელმა.

მანვე დასძინა, რომ ამ შეთანხმების მიღმა უკვე არსებობს „საკმაოდ დეტალური გეგმა“.

„არსებობს პოლიტიკური ურთიერთგაგება იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს საბოლოო შედეგი“, - განაცხადა ევროკომისიის პირველმა მაღალჩინოსანმა.

თუმცა, მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება ჯერ კიდევ უნდა აისახოს უნგრეთის გეგმების ოფიციალურ გადახედვაში, რათა ქვეყანამ პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდებიდან დაფინანსება მიიღოს. ამ დოკუმენტში დეტალურად უნდა გაიწეროს რეფორმები, ინვესტიციები და განხორციელების ვადები, რაც აუცილებელია ნებისმიერი სამომავლო გადახდისთვის.

„ძალიან მოკლე დროში უკვე უზარმაზარი სამუშაო შესრულდა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა. - „ეს სამომავლო, მომდევნო ნაბიჯების გადასადგმელად თავდაჯერებულობას გვმატებს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი