მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: უკრაინა მოკავშირეებს დამატებით 20 მილიარდ დოლარს სთხოვს, რათა რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს
POLITICO: უკრაინა მოკავშირეებს დამატებით 20 მილიარდ დოლარს სთხოვს, რათა რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს

POLITICO: უკრაინა მოკავშირეებს დამატებით 20 მილიარდ დოლარს სთხოვს, რათა რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს

იმედი|imedinews.ge

უკრაინა მოკავშირე ქვეყნებისგან დამატებით 20 მილიარდი დოლარის მიღებას გეგმავს, რათა ბრძოლის ველზე არსებული დროებითი უპირატესობა გაამყაროს და რუსეთზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდოს. ინფორმაციას POLITICO უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყველა ხედავს, რომ რუსეთი იწვის და ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად იწვოდეს, თუმცა ამისთვის დაფინანსება გვჭირდება“, - ციტირებს გამოცემა წყაროს.

მისი თქმით, 20 მილიარდი დოლარის მოთხოვნა ოფიციალურად 18 ივნისს რამშტაინში გასამართ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გაჟღერდება.

ინფორმირებული წყაროების ცნობით, საკითხი უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფიოდოროვმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა უკვე განიხილეს ნორვეგიის, შვედეთის, გერმანიისა და კანადის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე.

უკრაინული მხარის გათვლებით, პარტნიორ ქვეყნებს ინდივიდუალურად 2-დან 6 მილიარდ დოლარამდე თანხის გამოყოფას სთხოვენ, რათა საერთო ჯამში 20 მილიარდი დოლარის მობილიზება მოხდეს.

„ეს შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი დახმარება, ისე სესხი“, - აღნიშნა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.

უკრაინისთვის დახმარების საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ივლისში ანკარაში დაგეგმილ ნატოს ლიდერთა სამიტზეც, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →რუსეთის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ