მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: უკრაინა რუსეთის გაყინული აქტივების საკითხის გააქტიურებას ცდილობს
POLITICO: უკრაინა რუსეთის გაყინული აქტივების საკითხის გააქტიურებას ცდილობს

POLITICO: უკრაინა რუსეთის გაყინული აქტივების საკითხის გააქტიურებას ცდილობს

იმედი|imedinews.ge

უკრაინა ევროპის ქვეყნებს რუსეთის გაყინული სახელმწიფო აქტივების საკითხზე დისკუსიის განახლებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კიევი მიიჩნევს, რომ აქტივების ნაწილის ეტაპობრივმა გამოყენებამ და უფრო ფართო გარანტიების შექმნამ შესაძლოა ბელგიასთან არსებული ჩიხიდან გამოსვლას შეუწყოს ხელი. ცნობილია, რომ ბელგიამ დეკემბერში რუსეთის აქტივების გამოყენების გეგმა დაბლოკა.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ვსევოლოდ ჩენცოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროპელ პარტნიორებთან ერთად რამდენიმე ვარიანტს განიხილავს თავდაცვისა და სამოქალაქო ბიუჯეტებში არსებული ფინანსური დეფიციტის დასაფარად.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის ვადაზე ადრე მიღებამ შესაძლოა ვითარების შემსუბუქებას შეუწყოს ხელი, თუმცა ეს ერთადერთი გამოსავალი არ არის.

„ჩვენ ასევე ვეძებთ შესაძლებლობებს ევროკავშირში და, კერძოდ, გაყინული აქტივების გამოყენების იდეას ვთავაზობთ. ეს ფულის გენერირებისა და ვალის დასაფარად გონივრული გზაა“, - განაცხადა ჩენცოვმა პარასკევს, დუბლინში ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში.

რუსეთის გაყინული სახელმწიფო აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც გასულ თვეში ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, ესპანეთმა და შვედეთმა ევროკომისიას მათი გამოყენების „ახალი ვარიანტების“ შესწავლისკენ მოუწოდეს, წერს გამოცემა.

ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის ცენტრალური ბანკის 200 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების აქტივებია გაყინული. მათი უმეტესი ნაწილი ბელგიაში დაფუძნებულ ფინანსურ დეპოზიტარ Euroclear-ში ინახება.

ბელგიის მთავრობა ამ თანხების გამოყენების შესახებ წინადადებებს ეწინააღმდეგება და შესაძლო სამართლებრივ და ფინანსურ რისკებზე მიუთითებს, რომლებიც ქვეყანას რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომების ან სასამართლო დავების შემთხვევაში შეიძლება დაემუქროს.

კიევის განახლებული მოწოდება უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიების მზარდი ზეწოლის ფონზე გაისმა. ქვეყანა ბიუჯეტის მნიშვნელოვან დეფიციტს ებრძვის, მაშინ როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკვე მეხუთე წელია გრძელდება, იუწყება POLITICO.

კითხვაზე, რამ შეიძლება აიძულოს ბელგიას პოზიცია შეცვალოს, ჩენცოვმა POLITICO-ს განუცხადა, რომ ევროკავშირმა და უკრაინამ „სხვა ვარიანტების განხილვაც უნდა დაიწყონ, მათ შორის, პირველ ეტაპზე, შესაძლოა, განსხვავებული თანხების გამოყენების შესაძლებლობა“, რათა რუსეთის აქტივების ნაწილის გათავისუფლება მაინც მოხერხდეს.

მისი თქმით, ევროპამ ახალი იდეები უნდა განიხილოს ასევე იმის შესახებ, „როგორ უნდა იყოს ეს მექანიზმი გარანტირებული“.

„შესაძლოა, მხოლოდ ევროკავშირმა კი არა, სხვა მოთამაშეებმაც მიიღონ მონაწილეობა და ბელგიის შეშფოთებაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარონ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკითხზე მუშაობა კვლავ დავიწყოთ და გამოსავალი ვეძებოთ“, - განაცხადა ჩენცოვმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 262 სტატია.

  • გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 250 მილიონ ევროს შეიტანსფორმულა
  • უკრაინამ IMF-ის მოთხოვნილ კანონპროექტზე უარი თქვა - €4-მილიარდიანი დაფინანსების ბედი უცნობიაBM.GE
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა

იმედი

„ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ასოციაციის ხელმძღვანელი ზაქარია გვიშიანი: საქართველომ შეძლო და ჩვენს ქვეყანაში უკვე იქნება ის ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში არ არის

„ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ასოციაციის ხელმძღვანელი ზაქარია გვიშიანი: საქართველომ შეძლო და ჩვენს ქვეყანაში უკვე იქნება ის ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში არ არის

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

იმედი

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღო

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღო

იმედი