მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება
POLITICO: უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება

POLITICO: უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება

იმედი|imedinews.ge

უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება, - წერს გამოცემა POLITICO.

აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოლგა სტეფანიშინას მიმართ მოსალოდნელმა ბრალდებებმა გაფლანგვის საქმეზე, სავარაუდოდ, დააჩქარა მთავრობის საკადრო ცვლილებების პროცესი - წინა რეორგანიზაციიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ.

„სტეფანიშინა უკრაინაში უნდა დაბრუნდეს, ამერიკაში კი ძლიერი ელჩი გვესაჭიროება, სწორედ ამიტომ დაიწყო საკადრო ცვლილებები“, - განუცხადა POLITICO-ს უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანმა.

„ოლგამ ანტიკორუფციული უწყებების ბრალდებებზე პასუხი უნდა გასცეს, თუმცა ეს ბრალდებები არც თუ ისე სამართლიანია და, საერთო ჯამში, მთელი ეს საქმე აბსურდულია“, - დასძინა პროცესების კურსში მყოფმა მაღალჩინოსანმა.

ელჩის სახელი ფიგურირებს რამდენიმე კორუფციულ გამოძიებაში, რომლებიც უკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ 2019 და 2025 წლებში წამოიწყეს.

საქმე ეხება იუსტიციის სამინისტროში ათი წლის წინ მომხდარ 2.5 მილიონი გრივნის (49 000 ევრო) მითვისების ფაქტს, სტეფანიშინას ყოფილი მეუღლის მიერ სახელმწიფო ქონების უკანონო დაუფლებასა და კიევის ცენტრში მდებარე ძვირადღირებულ ბინას. ეს უკანასკნელი მის მშობლებზე იყო რეგისტრირებული და ელჩმა მხოლოდ მას შემდეგ დაადეკლარირა, რაც ფაქტი ჟურნალისტებმა გამოააშკარავეს. თავად ელჩი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 275 სტატია.

  • უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებსფორმულა
  • უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →მთავრობის →გამოძიება →

მსგავსი სტატიები

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

იმედი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

იმედი