
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარე: ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინელებმა თავიანთი ისტორიის ყველა ასპექტი ხელახლა უნდა გაიაზრონ - ევროკავშირი დემოკრატია და ღირებულებებია და არა უბრალოდ „ბანკომატი“
პოლონეთში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინელებმა თავიანთი ისტორიის ყველა ასპექტი ხელახლა უნდა გაიაზრონ. ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარემ, ვლოდზიმეჟ ჩაჟასტიმ განაცხადა.
ჩაჟასტიმ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი დემოკრატია და ღირებულებებია და არა უბრალოდ „ბანკომატი“.
„ეს ასევე ნიშნავს გენოციდისთვის გენოციდის წოდებას [ვოლინის ტრაგედია]. ეს ისტორიაა და ვერცერთი ხალხი ვერ გაექცევა ისტორიას“, - აღნიშნა მან.
ჩაჟასტიმ ყურადღება გაამახვილა პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებში არსებულ მიმდინარე კრიზისსა და მისგან გამოწვეულ სოციალურ დაძაბულობაზე.
„ეს კარგს არაფერს მოიტანს. მე ვგმობ ნებისმიერ ცუდ საქციელს, როგორც პოლონელებისას უკრაინელების მიმართ, ისე უკრაინელებისას პოლონელების მიმართ“, - განაცხადა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge