
უკრაინული მედია: რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა
იმედი|imedinews.ge
რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით მორიგი ბალისტიკური სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ იუწყება უკრაინული მედია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციასა და უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით.
„ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხის გამო კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. იზრუნეთ თქვენს უსაფრთხოებაზე: დაუყოვნებლივ გადადით თავშესაფრებში და დარჩით იქ განგაშის დასრულებამდე“, - განაცხადეს საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში.
მოგვიანებით დედაქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა.
„აფეთქებები დედაქალაქში. ქალაქი ბალისტიკური შეტევის ქვეშაა. დარჩით თავშესაფრებში!“ - დაწერა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge