მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინას მოუწოდებს, სამიზნეები უფრო დიდი სიზუსტით შეარჩიოს - „მიუხედავად იმისა, რომ გვესმის უკრაინის ტაქტიკური ამოცანები ამ ომში, მან ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორია უნდა დაიცვას“
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინას მოუწოდებს, სამიზნეები უფრო დიდი სიზუსტით შეარჩიოს - „მიუხედავად იმისა, რომ გვესმის უკრაინის ტაქტიკური ამოცანები ამ ომში, მან ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორია უნდა დაიცვას“

იმედი|imedinews.ge

ესტონეთის თავზე დრონთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინას მოუწოდა, სამიზნეები უფრო დიდი სიზუსტით შეარჩიოს. ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები შესაძლოა რუსეთის ინტერესებში შედიოდეს.

გუშინ ესტონეთის ტერიტორიის თავზე დრონი ჩამოაგდეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, იგი უკრაინიდან იყო გაშვებული.

„უკრაინამ - და ამას სამხედროები და ნატოც ამბობენ - თავისი სამიზნეები გაცილებით დიდი სიზუსტით უნდა შეარჩიოს, რათა ამან საფრთხე არ შეუქმნას ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას“, - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.

მან დასძინა, რომ რუსეთს შეუძლია მსგავსი ინციდენტები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს - როგორც პროპაგანდისთვის, ისე ესკალაციისა და ჰიბრიდული ომის გასაძლიერებლად.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ესმის ომში უკრაინის ტაქტიკური მიზნები, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არ ათავისუფლებს მას მოკავშირეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობისგან.

„მიუხედავად იმისა, რომ გვესმის მისი ტაქტიკური ამოცანები ამ ომში, მან ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორია უნდა დაიცვას“, - დასძინა მან.

19 მაისს, ნატოს გამანადგურებელმა, პირველად ისტორიაში, ესტონეთის ტერიტორიის თავზე დრონი ჩამოაგდო. უპილოტო საფრენი აპარატი ქვეყნის სამხრეთით მდებარე ვირტსიარვის ტბაში ჩავარდა.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა აღნიშნა, რომ საქმე, დიდი ალბათობით, ეხება უკრაინულ დრონს, რომელმაც მარშრუტს რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების მხრიდან დაბრკოლებების შექმნის გამო გადაუხვია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →მინისტრი →წევრი →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ