მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: კასპის ცემენტის ქარხანაში იწყება 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება, წარმოება წლიურად 400 000 ტონით გაიზრდება და ჯამურად 2 მილიონ ტონას მიაღწევს, საქართველო გახდება ამ თვალსაზრისით სრულიად თვითკმარი
პრემიერი: კასპის ცემენტის ქარხანაში იწყება 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება, წარმოება წლიურად 400 000 ტონით გაიზრდება და ჯამურად 2 მილიონ ტონას მიაღწევს, საქართველო გახდება ამ თვალსაზრისით სრულიად თვითკმარი

პრემიერი: კასპის ცემენტის ქარხანაში იწყება 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება, წარმოება წლიურად 400 000 ტონით გაიზრდება და ჯამურად 2 მილიონ ტონას მიაღწევს, საქართველო გახდება ამ თვალსაზრისით სრულიად თვითკმარი

იმედი|imedinews.ge

„ჰანიველ ცემენტი“, კასპის ცემენტის ქარხანა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. იწყება 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება, რომელიც ცემენტის წარმოების სრულიად ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიურ ხაზს დაედება საფუძვლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კასპის ქარხანაში ახალი, 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ჰანიველ ცემენტი“ ქვეყანაში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ამ პროდუქციის სრული ციკლით წარმოება შეუძლია.

„მოხარული ვარ, რომ დღეს „ჰანიველ ცემენტი“, კასპის ცემენტის ქარხანა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. იწყება 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება, რომელიც ცემენტის წარმოების სრულიად ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიურ ხაზს დაედება საფუძვლად. ეს არის იმ ტრადიციის გაგრძელება, რომელიც 1926 წელს, კასპში პირველი ქარხნის აშენებით დაიწყო. ქართული ცემენტის წარმოების ეს საუკუნოვანი ისტორია ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების განუყოფელი ნაწილია.

„ჰანიველ ცემენტი“ ქვეყანაში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ამ პროდუქციის სრული ციკლით წარმოება შეუძლია. ახალი მასშტაბური პროექტი ჩვენს ქვეყანას საწარმოო სიმძლავრის უპრეცედენტო ზრდას მოუტანს. წარმოება წლიურად 400 000 ტონით გაიზრდება და ჯამურად 2 მილიონ ტონას მიაღწევს.

ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდება ამ თვალსაზრისით სრულიად თვითკმარი - ჩვენ საკუთარი რესურსით, იმპორტზე დამოკიდებულების გარეშე, შეუფერხებლად მოვამარაგებთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ და დეველოპერულ მშენებლობებს.

ჩვენი საქმიანობის მთავარი ორიენტირიც სწორედ ესაა - ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცება, იმპორტზე დამოკიდებულების თვისებრივად შემცირება და ადგილობრივი ბაზრისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდება.

ჩვენთვის, ბუნებრივია, პრიორიტეტულია გარემოზე ზრუნვაც. ამდენად, მისასალმებელია, რომ საწარმო აღიჭურვება უახლესი ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, რაც მინიმუმამდე დაიყვანს გარემოზე ზემოქმედებას და დანერგავს თანამედროვე, მწვანე წარმოების პრინციპებს.

ამ სახელმწიფოებრივი ხედვის მხარდაჭერისთვის და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო საქმეში - ინჟინერ-მშენებლებს, ტექნიკურ პერსონალს და ჩვენს პარტნიორებს: საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, „ჰანიველ პარტნერზს“ და „ჯიაიჯი ჰოლდინგს“. მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • „საქაერონავიგაცია“ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებსBM.GE
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →წარმოების →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი