მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი „ოპოზიციის ალიანსზე“: ჩვენ კიდევ უფრო ადრე ვამბობდით ამ ყველაფერს, არავითარი პერსპექტივა ამ გაერთიანებას არ აქვს, როგორც წააგეს ყველა წინა არჩევნები, ასევე განწირული არიან მომავალშიც, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონსტიტუციური სარჩელი, ვინაიდან, ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური სისტემის მთლიანად გათავისუფლება უცხოური აგენტურისგან
პრემიერი „ოპოზიციის ალიანსზე“: ჩვენ კიდევ უფრო ადრე ვამბობდით ამ ყველაფერს, არავითარი პერსპექტივა ამ გაერთიანებას არ აქვს, როგორც წააგეს ყველა წინა არჩევნები, ასევე განწირული არიან მომავალშიც, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონსტიტუციური სარჩელი, ვინაიდან, ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური სისტემის მთლიანად გათავისუფლება უცხოური აგენტურისგან

იმედი|imedinews.ge

ჩვენ გავაშიშვლეთ უცხოური აგენტურა, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით, რომელიც პირდაპირ მიმართული იყო აგენტურის დაფინანსებისკენ, მათ შორის პარტიული აგენტურის არაპირდაპირი დაფინანსებისკენ, შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო ადრე ვამბობდით, რომ არავითარი პერსპექტივა ამ გაერთიანებას არ აქვს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციური პარტიების პერსპექტივებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის საზოგადოებას უთხრა სიმართლე და საბოლოო ჯამში, საზოგადოება მიხვდა, რომ ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც ემსახურება უცხოურ ძალებს და არა საკუთარ ქვეყანას.

„ისინი მუდმივად ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოურ სახელმწიფოებს, უცხოურ ძალებს. ეს ძალიან კარგად იშიფრება საზოგადოების მიერ. საბოლოო ჯამში, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. აქედან გამომდინარე, ამ კოლექტიურ ძალას, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როგორც წააგეს ყველა წინა არჩევნები, ასევე განწირული არიან, რა თქმა უნდა, მომავალშიც. თუმცა ჩვენ გვაქვს კიდევ სხვა პროცესი დაწყებული, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. თუ საბოლოოდ უცხოური აგენტურისგან არ გათავისუფლდა ჩვენი პოლიტიკური სისტემა, საქართველოში დემოკრატიული ჯანსაღი სისტემა ვერასოდეს ჩამოყალიბდება. ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური სისტემის გათავისუფლება, მთლიანად გათავისუფლება უცხოური აგენტურისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შედგეს სრულფასოვანი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ჩვენს ქვეყანაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 140 სტატია.

  • რა ხდება ღარიბაშვილის სახლთან ექს-პრემიერის სკანდალური განცხადების შემდეგტვ პირველი
  • პაკისტანის პრემიერი: ხანგრძლივი მშვიდობა ჩვენი ხალხების ნათელი და აყვავებული მომავლის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაარუსთავი 2
  • იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პუტინის ვიზიტი სადავო იტურუპზე მკაცრად გააპროტესტაფორმულა
  • „ამაში მე არ ჩავერევი“ - პრემიერი ელექტროსისტემის ხელმძღვანელობიდან ვანო ზარდიაშვილის გაშვებაზეBM.GE
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი

ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი

იმედი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ კოსტავა 1500 ლარით დააჯარიმა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ კოსტავა 1500 ლარით დააჯარიმა

იმედი

Reuters: ირანის ხელისუფლებას აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის გამო ახალი საპროტესტო გამოსვლების ეშინია

Reuters: ირანის ხელისუფლებას აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის გამო ახალი საპროტესტო გამოსვლების ეშინია

იმედი

ლიბანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ლიბანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

იმედი