მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახური: უკრაინა რეფორმების დაგვიანების გამო ევროკავშირის დახმარების ნაწილის დაკარგვის რისკის წინაშე დგას
„რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახური: უკრაინა რეფორმების დაგვიანების გამო ევროკავშირის დახმარების ნაწილის დაკარგვის რისკის წინაშე დგას

„რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახური: უკრაინა რეფორმების დაგვიანების გამო ევროკავშირის დახმარების ნაწილის დაკარგვის რისკის წინაშე დგას

იმედი|imedinews.ge

უკრაინა შესაძლოა ევროპული ფინანსური დახმარების შემცირების წინაშე პირველად დადგეს. ამის მიზეზი პროგრამა Ukraine Facility-ის ფარგლებში ნაკისრი მთელი რიგი ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობაა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახური ევროკომისიის პასუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

„არის ორი ნაბიჯი, რომლებიც მე-4 და მე-5 ტრანშებს უკავშირდება და რომლებიც დროულად არ დასრულებულა. ამ ტრანშებთან დაკავშირებული თანხების გაცემა შეჩერებულია. ეს ნიშნავს, რომ ისინი ჯერ არ გადახდილა“, - განმარტავენ ევროკომისიაში.

საფრთხის ქვეშაა დაახლოებით 300 მილიონი ევრო მეოთხე ტრანშიდან და 380 მილიონ ევროზე მეტი მეხუთე ტრანშიდან.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დროისთვის შეუსრულებელი რჩება ორი მთავარი ვალდებულება, რაც უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს შტატის გაფართოებასა და მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმების შესახებ კანონის მიღებას გულისხმობს.

სიტუაციის გამოსასწორებლად კიევს დრო შესაბამისად 30 ივნისამდე და 29 სექტემბრამდე აქვს. თუ აღნიშნული ვადებიც დაირღვევა, ევროკავშირმა შესაძლოა ეს თანხები საბოლოოდ უკან გაიწვიოს.

მიუხედავად შეფერხებისა, ევროკომისიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიმდინარე ომის გათვალისწინებით უკრაინისთვის მოქმედებს მოქნილობის სპეციალური მექანიზმი, ხოლო რეფორმების საერთო პროგრესს ბრიუსელი მთლიანობაში დადებითად აფასებს.

ამის დასტურად, დღესვე დამტკიცდა მორიგი ტრანში უკრაინისთვის - 2.8 მილიარდი ევრო იმავე პროგრამის ფარგლებში. საერთო ჯამში, Ukraine Facility-ის პროგრამა 2027 წლამდე უკრაინისთვის სულ 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →სამსახურის →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი