მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რატი იონათამიშვილი: თუ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ჩავლენ ირანში, ეს ფასდება როგორც მშვიდობის ხელშემწყობი ნაბიჯები ჩვენს რეგიონში, მაგრამ თუ საქართველოს პრეზიდენტი ჩავა, ეს მის საპირისპიროდ ფასდება
რატი იონათამიშვილი: თუ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ჩავლენ ირანში, ეს ფასდება როგორც მშვიდობის ხელშემწყობი ნაბიჯები ჩვენს რეგიონში, მაგრამ თუ საქართველოს პრეზიდენტი ჩავა, ეს მის საპირისპიროდ ფასდება

იმედი|imedinews.ge

სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისრები სტუმრობდნენ ერევანს. უფრო ადრე ისიც ვნახეთ, რომ ირანმა მადლობა გადაუხადა სომხეთს მხარდაჭერისთვის - ესეც არ ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი მათთვის [სომხეთისთვის], რომ ირანში ჩასულიყვნენ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა ჰკითხა, როგორ აფასებს ოპონენტების კრიტიკას პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისადმი, რომელიც ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე მიდის.

„ჩვენ ვხედავთ ორმაგი სტანდარტის კლასიკურ მაგალითს. თუ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ჩავლენ ირანში, ეს ფასდება როგორც მშვიდობის ხელშემწყობი ნაბიჯები ჩვენს რეგიონში, მაგრამ თუ საქართველოს პრეზიდენტი ჩავა, ეს მის საპირისპიროდ ფასდება. ეს ე.წ. შემფასებლები ორივე მიმართულებით ობიექტურები ვერ იქნებიან და სადღაც იტყუებიან. იტყუებიან იქ, სადაც საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, მერე იხმარენ ჯო უილსონს, ის კიდევ თავისებური წინასწარ დაწერილი მესიჯებით გამოდის და ამაზე ცდილობენ დღის წესრიგის აგებას.

ეს ადამიანები არიან ყველაფერზე წამსვლელები იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანონ. სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისრები სტუმრობდნენ ერევანს. უფრო ადრე ისიც ვნახეთ, რომ ირანმა მადლობა გადაუხადა სომხეთს მხარდაჭერისთვის - ესეც არ ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი მათთვის [სომხეთისთვის], რომ ირანში ჩასულიყვნენ. არც ჩვენს ოპოზიციას გაუმახვილებია ამაზე ყურადღება. აქაც ჩანს მათი ორმაგი სტანდარტი და რეალური სურვილები. სინამდვილეში მათ არც ჩვენი ქვეყანა აინტერესებთ, არც მშვიდობა, უფრო მეტიც, ეშინიათ მშვიდობის და ძალიან არ აწყობთ, რომ უსაფრთხოება მაღალი სტანდარტით იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი