მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: აშშ-მა ირანი დაბომბა
Reuters: აშშ-მა ირანი დაბომბა

Reuters: აშშ-მა ირანი დაბომბა

იმედი|imedinews.ge

ამერიკელმა სამხედროებმა ირანის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზა დაბომბეს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობას და ამერიკულ ძალებს საფრთხეს უქმნიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ერთ-ერთმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა სააგენტოს განუცხადა, ამერიკელმა სამხედროებმა ჯერ ოთხი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ხოლო შემდეგ საპორტო ქალაქ ბანდარ-აბასში მდებარე მათი მართვისთვის საჭირო სახმელეთო ბაზა დაბომბეს.

„აღნიშნული მოქმედებები კარგად მოფიქრებული, თავდაცვითი იყო. მათ მიზანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მხარდაჭერა წარმოადგენდა“, - ციტირებს სააგენტო ერთ-ერთ ამერიკელ ჩინოვნიკს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირას აშშ ირანს უკვე მეორედ ბომბავს. ორშაბათს ამერიკელმა სამხედროებმა სამხრეთ ირანი დაბომბეს და ამას თავდაცვითი აქცია უწოდეს, თუმცა თეირანმა აღნიშნული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის „უხეშ დარღვევად“ შეაფასა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ