მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ევროკავშირი ალბანეთისგან რეაგირებას მოითხოვს - ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული კურორტის პროექტი ევროპულ გარემოსდაცვით სტანდარტებს საფრთხეს უქმნის
Reuters: ევროკავშირი ალბანეთისგან რეაგირებას მოითხოვს - ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული კურორტის პროექტი ევროპულ გარემოსდაცვით სტანდარტებს საფრთხეს უქმნის

Reuters: ევროკავშირი ალბანეთისგან რეაგირებას მოითხოვს - ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული კურორტის პროექტი ევროპულ გარემოსდაცვით სტანდარტებს საფრთხეს უქმნის

იმედი|imedinews.ge

ევროკომისიამ მოუწოდა ალბანეთს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, თუ მას ბლოკში გაწევრიანება სურს.

ორშაბათს, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეაჩერებს მდიდრული კურორტის მშენებლობას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი და მისი ქალიშვილი ივანკა ტრამპი ბალკანეთის სანაპიროს მოშორებულ მონაკვეთზე გეგმავენ, მიუხედავად პროტესტისა, რომელიც მის გარემოზე ზემოქმედებას უკავშირდება.

საპროტესტო აქციებს „ფლამინგოების რევოლუცია“ შეარქვეს, რადგან სანაპიროს ეს მონაკვეთი ამ ფრინველების მიგრაციისას დროებითი გაჩერების ადგილია. ეს პროტესტი უფრო ფართო ოპოზიციურ მოძრაობაში გადაიზარდა, რომელიც მიმართულია რამას 13-წლიანი მმართველობის სხვადასხვა ასპექტის წინააღმდეგ.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ მას შეუძლია მიიღოს ახალი წევრები, მათ შორის მონტენეგრო, ალბანეთი და უკრაინა 2030 წლისთვის, თუმცა ეს დამოკიდებულია ევროკავშირის კანონებთან შესაბამისობაზე, მათ შორის გარემოს დაცვის სფეროში.

„ალბანეთმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს საბოლოო კრიტერიუმების შესრულებას, და ჩვენ ველოდებით, რომ ალბანეთის ხელისუფლება დაუყოვნებლივ იმოქმედებს“, - განაცხადა პრესსპიკერმა გიიომ მერსიემ.

„ჩვენ კავშირი გვაქვს ალბანეთის ხელისუფლებასთან ამ საკითხთან დაკავშირებით“, - დასძინა მან.

ტირანასა და სამხრეთ სანაპიროზე, სადაც კურორტის მშენებლობაა დაგეგმილი, გასული კვირის განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციების ფონზე, რამამ გარემოსდაცვითი შეშფოთება დააკნინა და განაცხადა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება დასრულდება.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რაც ალბანეთში ველური ბუნებისთვის გავაკეთეთ. ევროკომისიას არ აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს ჩვენს მტკიცე ნებაში - დავიცვათ ყველაფერი, რაც დასაცავია, როდესაც საქმე ველურ ბუნებასა და ბუნებას ეხება“, - თქვა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ