მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი სულ უფრო ღრმად აღწევს ევროპის ეკონომიკაში - ეს ხელმძღვანელ პირებს დილემის წინაშე აყენებს, რადგან იგი ერთდროულად აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და ფასების მატებას იწვევს
Reuters: ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი სულ უფრო ღრმად აღწევს ევროპის ეკონომიკაში - ეს ხელმძღვანელ პირებს დილემის წინაშე აყენებს, რადგან იგი ერთდროულად აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და ფასების მატებას იწვევს

იმედი|imedinews.ge

ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი სულ უფრო ღრმად აღწევს ევროპის ეკონომიკაში - ეს ხელმძღვანელ პირებს დილემის წინაშე აყენებს, რადგან იგი ერთდროულად აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და ფასების მატებას იწვევს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტების ნაწილი ამ ეტაპზე გამორიცხავს 1970-იანი წლების მსგავს სრულმასშტაბურ „სტაგფლაციას“ - ინფლაციის ზრდას ეკონომიკური აქტივობის პარალიზების ფონზე - ეს ვითარება მაინც დაამძიმებს კოვიდპანდემიის შემდგომ კრიზისს, რის გამოც მილიონობით ოჯახს ყოველდღიური ცხოვრება დღემდე უძვირდება.

ეს, თავის მხრივ, ართულებს ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებს საპროცენტო განაკვეთების ცვლილებებთან დაკავშირებით და გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა სახის მხარდაჭერა უნდა შესთავაზონ რეგიონის მთავრობებმა საწვავის გაძვირების წინაშე მყოფ მომხმარებლებს.

ხუთშაბათს გამოქვეყნებული S&P Global-ის ავტორიტეტული კვლევის თანახმად, მაისში ევროზონის ეკონომიკური აქტივობა ბოლო ორნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მკვეთრად შემცირდა. საარსებო ხარჯების მკვეთრმა მატებამ საგრძნობლად დააზარალა მოთხოვნა მომსახურების სექტორში, რამაც საწარმოო ხარჯების ინფლაცია ბოლო სამნახევარი წლის მაქსიმუმამდე გაზარდა.

ამავდროულად, ევროკომისიამ ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა და აღიარა, რომ მაჩვენებლები შესაძლოა კიდევ უფრო დაეცეს, თუკი არსებული შეფერხებების გამო ენერგომატარებლებზე ფასები პიკს მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლოსთვის მიაღწევს.

ევროზონის მიღმა, ბრიტანულმა კომპანიებმა ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბიზნესაქტივობის ყველაზე მასშტაბური ვარდნა განიცადეს, რაც ირანის ომის ეკონომიკური შედეგებისა და ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის ერთობლივმა გავლენამ გამოიწვია.

ევროპის უდიდეს ეკონომიკაში, გერმანიაში, კერძო სექტორის ბიზნესაქტივობა მაისში, წინა თვის მსგავსად, კვლავ შემცირდა. საფრანგეთში კი შესყიდვების მენეჯერთა ძირითადი ინდექსი (PMI) ბოლო ხუთნახევარ წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზე აღმოჩნდა. ადგილობრივი ფირმები გამოშვების შემცირებას ენერგორესურსებისა და საწვავის გაძვირებით, აგრეთვე ზოგადი ეკონომიკური შფოთვით ხსნიან.

გერმანიის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ ცალკეულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ინფლაცია ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, ხოლო ეკონომიკური ზრდა მეორე კვარტალში, სავარაუდოდ, ნულოვანი იქნება.

საერთო ჯამში, ევროზონაში შიდა მოთხოვნა საგრძნობლად შესუსტდა. კერძო სექტორში ახალი შეკვეთების ვარდნის ტემპმა ბოლო წელიწად-ნახევრის მაქსიმუმს მიაღწია, ამასთან, ახალი საექსპორტო შეკვეთებიც 2025 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე მკვეთრად შემცირდა. მომსახურების სექტორში ახალი შეკვეთების მკვეთრი კლება დაფიქსირდა, ხოლო სამრეწველო მოთხოვნა, რომელიც აპრილის თვეში მცირედით გაუმჯობესდა, ისევ უარყოფით დინამიკას დაუბრუნდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ