მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ირანში ხელისუფლება გუშაგთა კორპუსმა ჩაიგდო ხელში
Reuters: ირანში ხელისუფლება გუშაგთა კორპუსმა ჩაიგდო ხელში

Reuters: ირანში ხელისუფლება გუშაგთა კორპუსმა ჩაიგდო ხელში

იმედი|imedinews.ge

ირანში ხელისუფლება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჩაიგდო ხელში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა და ისრაელმა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს, ქვეყანაში რეალური ძალაუფლება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელში გადავიდა.

„ომის პირველ დღეს აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის და მისი შვილის, მოჯთაბას დანიშვნის შემდეგ ახალი სისტემა შეიქმნა, რომელშიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურები დომინირებენ, ხოლო გადაწყვეტილებების მიმღები ცენტრი აღარ არსებობს“, - წერს გამოცემა.

როგორც Reuters-ი იუწყება, მოჯთაბა ხამენეი ფორმალურად სისტემის მეთაურია, მაგრამ მისი როლი გენერლების გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციით შემოიფარგლება.

ომის წნეხის გამო ძალაუფლება ვიწრო და მკაცრს წრეში აღმოჩნდა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს, უზენაესი ლიდერის აპარატისა და გუშაგთა კორპუსით შემოიფარგლება, აღნიშნავს გამოცემა.

Reuters-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ახლა აკონტროლებს როგორც სამხედრო სტრატეგიას, ისე საკვანძო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

გარდა ამისა, როგორც სააგენტო წერს, მოლაპარაკებებზე ირანის მკაცრი პოზიცია განპირობებულია არა იმდენად თეირანის სიმკაცრით, არამედ ხელისუფლების დეცენტრალიზაციით. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, გარიგების დადების მთავარ პრობლემას წარმოადგენს არა თეირანში გამართული შიდა პოლიტიკური ბრძოლა, არამედ ის, თუ რის შეთავაზება შეუძლია ვაშინგტონს და რის მიღება - რევოლუციის გუშაგთა კორპუსს.

აშშ-თან მოლაპარაკებებში ირანის დიპლომატიის სახეს საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი წარმოადგენს. მოგვიანებით მას ირანის პარლამენტის სპიკერი, მოჰამად ბაღერ ღალიბაფი შეუერთდა. თუმცა, რეალურად, საკვანძო ფიგურა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, აჰმად ვაჰიდი არის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი