მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების შესახებ კანონი დაამტკიცა
Reuters: უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების შესახებ კანონი დაამტკიცა

Reuters: უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების შესახებ კანონი დაამტკიცა

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენების შესახებ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის თქმით, ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „მარიონეტია“. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ეს იქნებოდა უნგრელი ერის ღალატი, ამ კონსტიტუციას რომ არ შევხებოდით“, - განაცხადა მადიარმა პარლამენტში კენჭისყრის დაწყებამდე.

ცვლილებას მხარი 139-მა დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგი წავიდა 199-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში.

„მათ [„ფიდესმა“] ქვეყანა ისე მოაწყვეს, რომ საკანონმდებლო საქმიანობის წყარო ერთი ადამიანის ნება გახდა... „ტისამ“ მიიღო მკაფიო, უზარმაზარი ორმესამედიანი მანდატი ამ სისტემის დასაშლელად“, - აღნიშნა მადიარმა.

საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ შულიოკის უფლებამოსილებას დაუყოვნებლივ შეწყვეტს. ამის საფუძვლად კი მის მიმართ საზოგადოების მხრიდან „ნდობის სერიოზული დაკარგვა“ სახელდება.

მადიარმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე უნგრელ ხალხთან ერთად დაიწყება „მასშტაბური ერთობლივი პროექტი“ ახალი კონსტიტუციის შესამუშავებლად.

მისივე თქმით, თუ შულიოკი ხუთ დღეში ხელს არ მოაწერს საკონსტიტუციო ცვლილებას, პარლამენტი მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • წოდებები, პარლამენტი, მთავრობა - როგორ იცვლებოდა მამუკა მდინარაძის თანამდებობები "ოცნების" ხელისუფლებაშიBM.GE
  • ჯაფარიძე: ტყუილია, რომ გილაური პარლამენტში შესვლას ითხოვდანეტგაზეთი
  • NABU-მ უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და პარლამენტში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყოფორმულა
  • პარლამენტის ლეგიტიმურობაზე სარეფერენდუმო კითხვა ცესკომ არ დაარეგისტრირატვ პირველი
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

იმედი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

იმედი